დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული
თავდაცვის აკადემია
შტაბის ოფიცრის განვითარების სასწავლო პროგრამა
ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა მჭედლიძე
კომუნიკაციების
მეთოდების მნიშვნელობა მეთაურისათვის ამოცანით მართვის პროცესში
თბილისი 2020
კომუნიკაცია
წარმოადგენს სულიერი და არასულიერი ბუნების განვითარებისათვის აუცილებელი კავშირების
დამყარებისა და შენარჩუნების უწყვეტ პროცესს. სწორედ კომუნიკაციის გზით მიმდინარეობს
ბუნების განვითარება, ხოლო კომუნიკაციური კავშირები პირდაპირ განაპირობებენ ბუნების
ამა თუ იმ სეგმენტის განვითარების ფორმებსა და გზებს, განსაზღვრავენ მისი არსებობა
- არასებობის საკითხრბს.
ადამიანურ საზოგადოებაში
კომუნიკაცია ხორციელდება ყველაზე სრულყოფილი ფორმით, რაც გამოიხატება სხვადასხვა სახის
შიდასოციალური ქსელების არსებობაში [McPheat 2012, pp. 8-15]
ჯარი საზოგადოების
განუყოფელი ნაწილია და მასში კომუნიკაციის ფორმებს თავისი სპეციფიკური ნიშან-თვისებებით
გამოირჩევა. ეს სპეციფიკა მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჯარი წარმოადგენს ძალოვან სტრუქტურას
და მისი მართვა სამეთაურო-მბრძანებლურ პრინციპზეა აგებული [Storr 2007, p.120].
სამხედრო ქვედანაყოფის
ამოცანით მართვის პროცესი მრავალფეროვან და რთულ მოვლენას წარმოადგენს, რომელიც აგებულია
დეცენტრალიზებულ მართვაზე, ინიციატივასა და ნდობაზე. ამოცანით მართვის პროცესი მოიცავს
ტრადიციული და სპეციფიური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციების მეთოდებისა და
საშუალებების ერთობლიობას [Army
Doctrine Publication 6-0 2019, pp. 15-24]. ქვედანაყოფის მეთაური, როგორც
მისი მთავარი ორგანიზატორი და მასზე ძირითადი პასუხისმგებელი პირი, გადამწყვეტ როლს
ასრულებს მის დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურაში სწორი და ეფექტური კომუნიკაციების
ჩამოყალიბებაში. ეს ეხება კომუნიკაციების როგორც ჰორიზონტალურ ასევე ვერტიკალური ქსელს.
აქედან გამომდინარე,
კომუნიკაციების მეთოდების შესწავლა და სრულყოფილი ფლობა მეთაურისათვის წარმოადგენს
ქვედანაყოფის ეფექტური მართვის ერთერთ გადამწყვეტ პირობას [Lewinska 2015, pp.
38-40].
შიდა და გარე
კომუნიკაცია წარმოადგენს ქვედანაყოფის ფუნქციონირების ძირითად სახეობას. სწორედ კომუნიკაციური
მეთოდები და საშუალებები განსაზღვრავენ ქვედანაყოფის ყოველდღიური ცხოვრების სრულ სპექტრს,
დაწყებული დღის განრიგით და დამთავრებული საბრძოლო წვრთნით. კომუნიკაცია გადამწყვეტ
როლს ასრულებს როგორც მშვიდობიანობის, ასევე ომიანობის დროს. კომუნიკაციის მეშვეობით
მიმდინარეობს ქვედანაყოფის მართვა, მისი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და თითოეული
წევრის საბრძოლო შესაძლებლობების განვითარება [Ford 2015, pp. 72-73].
ვერბალური
(ზეპირი) კომუნიკაცია
აღსანიშნავია,
რომ ქვედანაყოფში არსებული კომუნიკაცია პირდაპირ განსაზღვრავს პირადი შემადგენლობის
ორგანიზებულობისა და შერწყმულობას, უპირველეს ყოვლისა, კოლექტივიზმისა და საერთო პასუხისმგებლობის
გრძნობის გამომუშავებას, რაც გადამწტვეტია მისი ეფექტური ფუნქციონირებისათვის
[Heyward 2013, pp. 17-19].
სწორედ კომუნიკაციის
მეთოდები განსაზღვრავენ ქვედანაყოფში შესაბამისი მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის ჩამოყალიბებას,
რომელიც წარმოადგენს ყველაზე ძლიერ შიდა სტიმულს სამხედრო მოსამსახურეებისათვის მათ
წინაშე დასმული ამოცანების შესრულებისას.
ისტორიული გამოცდილება
ადასტურებს, რომ მეთაური, რომელიც ფლობს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის მეთოდებს,
ახერხებს დაქვემდებარებულ ქვედანაყოფში დადებითი მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნას,
რომელშიც დომინირებენ ჯგუფური ინტერესები, ურთიერთმხარდაჭერა და სიძნელეების გადალახვისადმი
მზადყოფნა. ეს საბოლოო ჯამში აყალიბებს ქვედანაყოფში მაღალ შეგნებულ დისციპლინას, რომელიც
დამყარებულია არა ძალდატანებაზე, არამედ დაკისრებული ამოცანის შესრულების აუცილებლობის
შეგნებაზე. ამისი ნათელი მაგალითია ძველი რომის გამოჩენილი სარდლის იულიუს კეისრის
მოღვაწეობა, რომელიც დაწვრილებით იცნობდა თითქმის ყველა ჯარისკაცის თვისებებსა და პრობლემებს,
ყოველთვის გაგებით ეპყრობოდა მათ და მათთან ერთად იზიარებდა ყველა გაჭირვებას. ამის
შედეგად კეისარმა მიაღწია დაქვემდებარებულ ლეგიონებში უდიდეს მოტივაციას და უმკაცრეს
დისციპლინას, რომელშიც გადამწყვეტი როლი ეკუთვნოდა არა სამხედრო-იერარქიული სამართლებრივ
მორჩილებას, არამედ ჯარისკაცების მიერ არსებული აუცილებლობის შეგნებას [Abbott
1904, pp. 62-63].
ვერბალური
(წერილობითი) კომუნიკაცია.
აღსანიშნავია,
რომ ქვედანაყოფის ამოცანით მართვაში მეთაური ხელმძღვანელობს სწორედ ქვეშევრდომების
ინიციატივის მაქსიმალურ წახალისების პრინციპით [Army Doctrine Publication 6-0 2019, pp. 59-60]. ამისათვის
იგი მიმართავს წერილობითი კომუნიკაციების ყველა საშუალებას, რომელლთა შორის გამოირჩევა:
-
ოპერატიული ბრძანებები, სადაც დასახულია დასმული ამოცანის
ფარგლებში ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის ინციატივისა და გადაწყვეტილების მიღების
მიმართულებები;
-
სამადლობელი და წამახალისებელი წერილები კონკრეტული
ჯარისკაცის ან ჯგუფის დამსახურების 3აღნიშვნით;
-
შესაბამისი
საშტაბო დოკუმენტაცია, სადაც ასახულია ამოცანის
შესრულების დროს პირადი შემადგენლობის მიერ გამოჩენილი ინიციატივისა და შედეგების მაგალითები.
კვლავ შეგვიძლია
მოვიყვანოთ იულიუს კეისრის მაგალითი, რომელიც ყოველ ბრძანებაში აუცილებლად მოიხსენიებდა
წარჩინებული ქვედანაყოფის მეთაურებსა და მეომრებს, მათ მიერ გამოჩენილ სიმამაცესა და
ინიციატივას (McDevitte. Bohn 2012, pp. 192-193]. ამასთანავე, კეისარი საჭიროდ თვლიდა
რომში სენატის სახელზე გაგზავნილ მოხსენებებეში გამორჩეული მეომრების სახელებისა და
დამსახურებების მითითებას და ითხოვდა მათ შესაბამის დაფასებას. კეისარი ასევე წერილობითი
სახით ატყობინებდა წარჩინებული მეომრებისა და ქვედანაყოფის დამსახურების შესახებ მათ
ოჯახებსა და საცხოვრებელ ადგილეს [Braman 2011, p. 51].
არავერბალური
კომუნიკაცია.
მეთაურის მიერ
ქვედანაყოფის მართვა არ შემოიფარგლება მხოლოდ უშუალო სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებით
და დაქვემდებარებული სტრუქტურის მართვით. კომუნიკაციების საშუალებების სრული სპექტრი
ვერ მოთავსდება მხოლოდ წესდებებისა და დარიგეგების ფარგლებში. ამ საშუალებათა შორის
უმნიშვნელოვანესი არის მეთაურის ავტორიტეტი, რომელიც მოიპოვება როგორც ვერბალური, ასევე
არავერბალური კომუნიკაციის მეთოდებით. ზემოაღნიშნული ვერბალური კომუნიკაციის მეთოდები
უნივერსალურ ხასიათს ატარებენ. ამოცანით მართვის პროცესში ისინი საჭიროებენ ყოველ კონკრეტულ
ქვედანაყოფზე მორგებასა და დეტალიზაციას.
ამასთანავე,
არავერბალური კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება ყოველთვის ატარებს კონკრეტულ ხასიათს
და ორიენტირებულია კონკრეტულ ობიექტზე (ან ობიექტებზე). ჩვენს შემთხვევაში - ცალკეულ
სამხედროზე, სამხედროთა ჯგუფზე ან მთლიანად სამხედრო კოლექტივზე.
ფაქტების მიუკერძოებელი
ანალიზი ცხადყოფს, რომ სამხედრო ქვედანაყოფში მეთაურის მიერ არავერბალური კომუნიკაციის
ყველაზე ძლიერი მეთოდია პირადი მაგალითი. მეთაურის პირადი თვისებების უდავო დადებითობა
უზრუნველყოფს მის მაღალ ავტორიტეტს დაქვემდებარებულ პირად შემადგენლობას შორის. ეს
ეხება არამხოლოდ სამხედრო ქვედანაყოდში მეთაურის სამსახურს არამედ მის ცხოვრების საერთო
წესს, მათ შორის სამსახურისაგან თავისუფალ დროს. მეთაური, რომელიც სიტყვითა და საქმით
დაუყოვნებლივ იცავს საზოგადოებაში აღიარებულ იდეოლოგიურ და ზნეობრივ ფასეულობებს, წარმოადგენს
სამხედრო კოლექტივისათვის ხარიზმატულ ფიგურას და ამის ხარჯზე მას გააჩნია ქვედანაყოფის
მართვის ძლიერი უნარი. მეთაურის პირადი მაგალითი როგორც არავერბალური კომუნიკაციის
საშუალება კრიტიკულ როლს თამაშობს ამოცანით მართვის პროცესში, როდესაც ქვეშევრდომებთან
პირდაპირი კონტაქტის შეფერხების შემთხვევაში ისინი თავისუფლად იჩენენ პირად ინიციატივას,
რადგან მეთაურის მაგალითის საფუძველზე დარწმუნებული არიან საკუთარი არჩევანის სისწორეში.
ამის მაგალითია
ალექსანდრე მაკედონელი, რომელიც სამხედრო ლაშქრობების დროს მტკიცედ მისდევდა ძველ მაკედონიაში
დაწესებულ ყველა რელიგიურ და ზნეობრივ ჩვევებს, უკაცრესად იცავდა მაკედონიის სამხედრო
სამართლის წესებს და აღიარებდა მათ უზენაესობას საკუთარ სამეფო სტატუსზე. ეს იყო უძლიერესი
მაგალითი და სტიმული მაკედონური ჯარისათვის
[Abbott 1853, pp. 53-63].
არსებობს აზრი,
რომ რადგან სამხედრო სტრუქტურა იმართება მბრძანებლური პრინციპით, ამიტომ ზედმეტი დაახლოვება
ქვეშევრდომებთან შეასუსტებს სამხედრო დისციპლინას და უარყოფითად იმოქმედებს ქვედანაყოფის
საბრძოლო შესაძლებლობებზე.
ეს მოსაზრება
არ ასახავს პრობლემის ძირითადად ასპექტებს:
-
მეთაურის ავტორიტეტი ყალიბდება მისი პროფესიონალიზმის,
პასუხისმგებლობის, სამართლიანობისა და ჰუმანურობის საფუძველზე;
-
მეთაურს გააჩნია სახელმწიფო სისტემის მიერ მინიჭებული
უფროსის სამართლებრივი სტატუსი (სამხედრო წოდება, თანამდებობა, სამსახურებრივი უფლებამოსილებები);
-
მეთაურს გააჩნია მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება, განსხვავება
ასაკში, რაც განაპირობებს მის ლიდერულ როლს
-
პირადი შემადგენლობისაგან დისტანცირება იერარქიული პრინციპით
საბოლოო ჯამში იწვევს შიდა კომუნიკაციის გათიშვას ქვედანაყოფში, რაც უარყოფითად მოქმედებს
მის საბრძოლო შესაძლებლობებზე. განსაკუთრებით კრიზისისა და ომიანობის დროს.
კომუნიკაცია
წარმოადგენს ქვედანაყოფის არსებობისა და მოქმედების ქვაკუთხედს. ქვედანაყოფი, როგორც
სამხედრო კოლექტივი, იმართება სწორედ კომუნიკაციის მეშვეობით. შესაბამისად, სწორი და
ყოვლისმომცველი კომუნიკაცია არის ქვედანაყოფის ეფექტური მართვის საწინდარი [Campbell 2011, pp. 1-11].
ამოცანით მართვისას
კომუნიკაცია კრიტიკულ ხასიათს იძენს, რადგან მეთაური განსაზღვრავს არამხოლოდ ნორმატიულ
მოთხოვნებს, არამედ ეყრდნობა ქვეშევრდომთა შესაძლებლობების დამოუკიდებელ რეალიზაციას.
აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნად, რომ კომუნიკაციის მეთოდების ფლობა წარმოადგენს
ამოცანით მართვის პროცესის ერთერთ ფუძემდებლურ პირობას [Horton 2014, pp. 4-5].
გამოყენებული
ლიტერატურა
Abbott, Jacob. 1853. Alexander the
Great. Makers of History. Reproduced by Sani Panhwar. 2018
Abbott Jacob. 1904. History of
Julius Caesar. Makers of History. Reproduced by Sani Panhwar.
Army Doctrine Publication 6-0. 2019. Department of Army, USA
Braman, Nathan. 2011. Caesar's Invasion of Britain. Alberta: University of Lethbridge. Canada.
Campbell, Julia. 2011. Interpersonal and Leadership Skills: Using
Virtual Humans to Teach New Officers. Interservice/Industry Training, Simulation, and
Education Conference (I/ITSEC)
Ford, Christopher. 2015. Army
Leadership and the Communication Paradox. Military Review, July-August.
Heyward, Richard. 2013. Embedding
Mission Command in Army Culture. United States. Army War College.
Horton, Arturo. 2014. Mission Command: Challenges to
Implementation and Institutionalization in the Army. United States. Army
War College.
Lewinska,
Monika. The Role of Communication in Military Leadership. 2015. Journal of Corporate
Responsibility and Leadership. Volume 2, Issue 1. Management and Command
Faculty, National Defence University, Warsaw, Poland
Military Communications and Information
Technology: a Trusted Cooperation Enabler. 2012. Warsaw. Military University of Technology
McDevitte, William, Bohn, William.
2012. The Gallic Wars of Julius Caesar. Link:
http://classics.mit.edu/Caesar/gallic.html
McPheat, Sean. 2012. Effective Communication Skills. MTD
Training.
Storr, Jim. 2007. A Command
Philosophy for the Information Age: the Continuing Relevance of Mission Command.
Defence Studies, 3:3, 119-129