Wednesday, June 3, 2020

ამოცანით მართვის პროცესში მეთაურისათვის კომუნიკაციების მეთოდების მნიშვნელობა


შესავალი.
სამხედრო ქვედანაყოფის მართვის პროცესი მრავალფეროვან და რთულ პროცესს წარმოადგენს, რომელიც მოიცავს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციების მეთოდებისა და საშუალებების ერთობლიობას. ქვედანაყოფის მეთაური, როგორც მისი მთავარი ორგანიზატორი და მასზე ძირითადად პასუხისმგებელი პირი, გადამწყვეტ როლს ასრულებს მის დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურაში სწორი და ეფექტური კომუნიკაციების ჩამოყალიბების პროცესში. ეს ეხება კომუნიკაციების როგორც ჰორიზონტალურ ასევე ვერტიკალური ქსელს.

აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების მეთოდების შესწავლა და სრულყოფილი ფლობა მეთაურისათვის წარმოადგენს ქვედანაყოფის ეფექტური მართვის ერთერთ გადამწყვეტ პირობას.

ძირითადი ნაწილი.
შიდა და გარე კომუნიკაცია წარმოადგენს ქვედანაყოფის ფუნქციონირების ძირითად ფორმას. სწორედ კომუნიკაციური მეთოდები და საშუალებები განსაზღვრავენ ქვედანაყოფის ყოველდღიური ცხოვრების სრულ სპექტრს, დაწყვებული დღის განრიგით და დამთავრებული საბრძოლო წვრთნით. კომუნიკაცია გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც მშვიდობიანობის, ასევე ომიანობის დროს. კომუნიკაციის მეშვეობით მიმდინარეობს ქვედანაყოფის მართვა, მისი საბღოლო მზადყოფნის სრულყოფა და თითოეული წევრის საბრძოლო შესაძლებლობების განვითარება.

ვერბალური (ზეპირი) კომუნიკაცია
აღსანიშნავია, რომ ქვედანაყოფში არსებული კომუნიკაცია პირდაპირ განსაზღვრავს პირადი შემადგენლობის ორგანიზებულობისა და შერწყმულობას, უპირველეს ყოვლისა, კოლექტივიზმისა და საერთო პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავებას, რაც გადამწტვეტია მისი ეფექტური ფუნქციონირებისათვის.

სწორედ კომუნიკაციის მეთოდები განსაზღვრავენ ქვედანაყოფში შესაბამისი მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის ჩამოყალიბებას, რომელიც წარმოადგენს ყველაზე ძლიერ შიდა სტიმულს სამხედრო მოსამსახურეებისათვის მათ წინაშე დასმული ამოცანების შესრულებისას.

ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, რომ მეთაური, რომელიც ფლობს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის მეთოდებს, ახერხებს დაქვემდებარებულ ქვედანაყოფში დადებითი მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნას, რომელშიც დომინირებენ ჯგუფური ინტერესები, ურთიერთმხარდაჭერა და სიძნელეების გადალახვისადმი მზადყოფნა. ეს საბოლოო ჯამში აყალიბებს ქვედანაყოფში მაღალ შეგნებულ დისციპლინას, რომელიც დამყარებულია არა ძალდატანებაზე, არამედ დაკისრებული ამოცანის შესრულების აუცილებლობის შეგნებაზე. ამისი ნათელი მაგალითია ძველი რომის გამოჩენილი სარდლის იულიუს კეისრის მოღვაწეობა, რომელიც დაწვრილებით იცნობდა თითქმის ყველა ჯარისკაცის თვისებებსა და პრობლემებს, ყოველთვის გაგებით ეპყრობოდა მათ და მათთან ერთად იზიარებდა ყველა გაჭირვებას. ამის შედეგად კეისარმა მიაღწია დაქვემდებარებულ ლეგიონებში უდიდეს მოტივაციას და უმკაცრეს დისციპლინას, რომელშიც გადამწყვეტი როლი ეკუთვნოდა არა სამხედრო-იერარქიული სამართლებრივ მორჩილებას, არამედ ჯარისკაცების მიერ არსებული აუცილებლობის შეგნებას.

ვერბალური (წერილობითი) კომუნიკაცია.
აღსანიშნავია, რომ ქვედანაყოფის ამოცანით მართვაში მეთაური ხელმძღვანელობს სწორედ ქვეშევრდომების ინიციატივის მაქსიმალურ წახალისების პრინციპით. ამისათვის იგი მიმართავს წერილობითი კომუნიკაციების ყველა საშუალებას, რომელლთა შორის გამოირჩევა:
- ოპერატიული ბრძანებები, სადაც დასახულია დასმული ამოცანის ფარგლებში ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის ინციატივისა და გადაწყვეტილების მიღების მიმართულებები;
- სამადლობელი და წამახალისებელი წერილები კონკრეტული ჯარისკაცის ან ჯგუფის დამსახურების აღნიშვნით;
- შესაბამისი  საშტაბო დოკუმენტაცია, სადაც ასახულია ამოცანის შესრულების დროს პირადი შემადგენლობის მიერ გამოჩენილი ინიციატივისა და შედეგების მაგალითები.

კვლავ შეგვიძლია მოვიყვანოთ იულიუს კეისრის მაგალითი, რომელიც ყოველ ბრძანებაში აუცილებლად მოიხსენიებდა წარჩინებული ქვედანაყოფის მეთაურებსა და მეიმრებს, მათ მიერ გამოჩენილ სიმამაცესა და ინიციატივას. ამასთანავე კეისარი რომში სენატის სახელზე გაგზავნილ მოხსენებებეშიც საჭიროდ თვლიდა გამორჩეული მეომრების მოხსენიებას და მათ შესაბამის დაფასებას. კეისარი ასევე წერილობითი სახით ატყობინებდა წარჩინებული მეომრებისა და ქვედანაყოფის დამსახურების შესახებ მათ ოჯახებსა და დასახლებულ პუნქტებს.

არავერბალური კომუნიკაცია.
მეთაურის მიერ ქვედანაყოფის მართვა არ შემოიფარგლება მხოლოდ უშუალო სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებითა და დაქვემდებარებული სტრუქტურის მართვით. კომუნიკაციების სრული სპექტრი ვერ მოთავცდება მხოლოდ წესდებებისა და დარიგეგების ფარგლებში. აქედან უმნიშვნელოვანესი არის მეთაურის ავტორიტეტი, რომელიც მოიპოვება როგორც ვერბალურუი, ასევე არავერბალური კომუნიკაციის მეთოდებით. ზემოაღნიშნული ვერბალური კომუნიკაციის მეთოდები განზოგადებულ ხასიათს ატარებენ. ამოცანით მართვის პროცესში ისინი საჭიროებენ ყოველ კონკრეტულ ქვედანაყოფზე მორგებასა და დეტალიზაციას.

ამასთანავე არავერბალური კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება ყოველთვის ატარებს კონკრეტულ ხასიათს და ორიენტირებულია კონკრეტულ ობიექტზე (ან ობიექტებზე). ჩვენს შემთხვევაში - ცალკეულ სამხედროზე ან სამხედრო კოლექტივზე.

ფაქტების მიუკერძოებელი ანალიზი ცხადყოფს, რომ სამხედრო ქვედანაყოფში მეთაურის მიერ არავერბალური კომუნიკაციის ყველაზე ძლიერი მეთოდს წარმოადგენს პირადი მაგალითი. მხოლოდ მეთაურის პირადი თვისებების უდავო დადებითობა უზრუნველყოფს მის მაღალ ავტორიტეტს დაქვემდებარებულ პირად შემადგენლობას შორის. ეს ეხება არამხოლოდ სამხედრო ქვედანაყოდში მეთაურის საქმიანობას არამედ მის ცხოვრების საერთო წესს, მათ შორის სამსახურისაგან თავისუფალ დროს. მეთაური, რომელიც სიტყვითა და საქმით დაუყოვნებლივ იცავს საზოგადოებაში აღიარებულ იდეოლოგიურ და ზნეობრივ ფასეულობებს, წარმოადგენს სამხედრო კოლექტივისათვის ხარიზმატულ ფიგურას და ამის ხარჯზე მას გააჩნია ქვედანაყოფის მართვის ძლიერი უნარი. მეთაურის პირადი მაგალითი როგორც არავერბალური კომუნიკაციის საშუალება კრიტიკულ როლს თამაშოვს ამოცანით მართვის პროცესში, როდესაც ქვეშევრდომებთან პირდაპირი კონტაქტის შეფერხების შემთხვევაში ისინი თავისაუფლად იჩენენ პირად ინიციატივას, რადგან მეთაურის მაგალითის საფუძველზე დარწმუნებული არიან საკუთარი არჩევანის სისწორეში.

ამის ნიმუშია ალექსანდრე მაკედონელი, რომელიც სამხედრო ლაშქრობების დროს მტკიცედ მისდევდა ძველ მაკედონიაში დაწესებულ ყველა რელიგიურ და ზნეობრივ ჩვევებს, უკაცრესად იცავდა მაკედონიის სამხედრო სამართლის წესებს და აღიარებდა მათ უზენაესობას საკუთარ სამეფო სტატუსზე. ეს იყო უძლიერესი მაგალითი და სტიმული მაკედონური ჯარისათვის.

დასკვნა.
კომუნიკაცია წარმოადგენს ქვედანაყოფის არსებობისა და მოქმედების ქვაკუთხედს. ქვედანაყოფი, როგორც სამხედრო კოლექტივი, იმართება სწორედ კომუნიკაციის მეშვეობით. შესაბამისად, სწორი და ყოვლისმომცველი კომუნიკაცია არის ქვედანაყოფის ეფექტური მართვის საწინდარი.

ამოცანით მართვისას კომუნიკაცია კრიტიკულ ხასიათს იძენს, რადგან მეთაური განსაზღვრავს არამხოლოდ ნორმატიულ მოთხოვნებს, არამედ ეყრდნობა ქვეშევრდომთა შესაძლებლობების დამოუკიდებელ რეალიზაციას. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნად, რომ კომუნიკაციის მეთოდების ფლობა წარმოადგენს ამოცანით მართვის პროცესის ერთერთ ფუძემდებლურ პირობას.

No comments:

Post a Comment

ყარაბაღის ომი 2020

  ·          პრეამბულა. 2020 წლის 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში, რომელიც წარმოადგენს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ტერიტორიული კუთვნილ...