მოწინააღმდეგის სავარაუდო და სახიფათო გეგმები PMESII-PT-ის მიხედვით.
საზღვაო ოპერაციები
მოწინააღმდეგის სავარაუდო გეგმა
- სპერის ძრვის აკვატორიაზე სრული კონტროლის დამყარება
- სამეფოს სანაპირო წყლების კონტროლი
- სამეფოს პორტების ბლოკირება
- სამეფოს საზღვაო ძალების ბლოკირება და განადგურება
მოწინააღმდეგის სახიფათო გეგმა
- სპერის საზღვაო აკვატორიაზე ახლო საარტილერიო და შორეული სარაკეტო დარტყმები
- დივერსიები და საბოტაჟი სამეფოს პორტებში
- საზღვაო დესანტების გადმოსხმა სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონებში და მათი კოორდინაცია სხვა სახის საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ოპერაციებთან
- კოორდინაცია კოსაკიასა და ქემალიას საზღვაო ძალებს შორის
საჰაერო ოპერაციები
მოწინააღმდეგის სავარაუდო გეგმა
- საჰაერო უპირატესობის მოპოვება და სამეფოს საჰაერო სივრცის ჩაკეტვა
- სამეფოს საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო ძალების ჩახშობა/განადგურება
- სამეფოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება
- სამეფოს სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირება ჰაერიდან
მოწინააღმდეგის სახიფათო გეგმა
- საჰაერო დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე
- საჰაერო დარტყმები სამოქალაქო მოსახლეობაზე
- მასობრივი დაზიანების იარაღის გამოყენება (ფოსფორული და კასეტური ბომბების ჩათვლით)
- დარტყმები საკვანძო სახელმწიფო ობიექტებზე და სახელმწიფო აპარატის ფუნქციონირების მოშლა
- კოორდინაცია კოსაკიასა და ქემალიას საჰაერო ძალებს შორის
კოსმოსური ოპოერაციები
მოწინააღმდეგის სავარაუდო გეგმა
- სამეფოს ტერიტორიის მონიტორინგი და საკუთარ ძალებთან კოორდინაცია ონლაინ-რეჟიმში
- რადიოელექტრონული ბრძოლების ოპერაციების კოორდინაცია
- საინფორმაციო სივრცის ბლოკირება
- კიბერშეტევები
მოწინააღმდეგის სახიფათო გეგმა
- სამეფოს სახედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე შეტევა
- სამეფოს დასავლური მოკავშირეების კოსმოსური საშუალებების ჩახშობა
- სამეფოს მართვისა და ინფორმაციის საშუალებების ჩახშობა/განადგურება
- კოორდინაცია კოსაკიასა და ქემალიას კოსმოსურ ძალებს შორის
C4I ოპერაციები
მოწინააღმდეგის სავარაუდო გეგმა
- სამეფოს სახელმწიფო და სამხედრო მართვის ცენტრებზე კომპლექსური შეტევა (საჰაერო, ელექტრონული ჩახშობა, კიბერშეტევა)
- C4I სისტემის ძირითად კვანძებზე დივერსიებისა და საბოტაჟის განხორციელება (კომუნიკაციის ხაზებზე, კომპიუტერულ სისტემებზე, ელექტროენერგიის წყაროებზე, პროგრამულ უზრუმველყოფაზე, ინფორმაციის მიმღებ-გადამცემი სისტემებზე)
მოწინააღმდეგის სახიფათო გეგმა
- სამეფოს სახელმწიფო და სამხედრო მართვის ცენტრების განადგურება მაღალი სიზუსტის იარაღით (ფრთსოანი და ჰიპებგერითი რაკეტებით)
- C4I სისტემის ძირითადი კვანძების განადგურება (კომუნიკაციის ხაზები, კომპიუტერული სისტემები, ელექტროენერგიის წყაროები, პროგრამული უზრუნველყოფა, ინფორმაციის მიმღებ-გადამცემი სისტემები)
- C4I სისტემების მოწინააღმდეგის კონტროლის ქვეშ მოქცევა
საინფორმაციო ოპერაციები
მოწინააღმდეგის სავარაუდო გეგმა
- სამეფოს წინააღმდეგ მასიური საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიის ორგანიზება
- სამეფოს სააერთაშორისო საინფორმაციო იზოლაცია
- სამეფოს შიდა საინფორმაციო ნაკადების კონტროლი/იზოლაცია
- სამეფოს თავდაცვის ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების დეზინფორმაცია
მოწინააღმდეგის სახიფათო გეგმა
- სამეფოს საინფორმაციო სივრცეზე კონტროლის დამყარება
- სამეფოს სახელისუფლებო ინსტიტუტების დეზინფორმაცია და დეზორიენტაცია
- სამოქალაქო საზოგადოებაში ქაოსისა და პანიკის დანერგვა
- მართვადი ქაოსის წარმოაება
- დასავლური პარტნიორების დისკრედიტაცია
- კოსაკიასა და ქემალიას შორის საინფორმაციო ოპერაციების კოორდინაცია
კიბერ ომის ოპერაციები
მოწინააღმდეგის სავარაუდო გეგმა
- სამეფოს ელექტრონუილი კომუნიკაციების ჩხშობა
- სამეფოს საინფორმაციო სივრცის ჩახშობა
- კიბერშეტევა სამეფოს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე
- კიბერშეტევა სამეფოს სამხედრო და სამოქალაქო მართვის სისტემებზე
- სამეფოს ტერიტორიაზე ინტერნეტისა და მობილური კავშირის ჩახშობა
მოწინააღმდეგის სახიფათო გეგმა
- სამეფოს ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე კონტროლის დამყარება
- სამეფოს საინფორმაციო სივრცეზე კონტროლის დამყარება
- სამეფოს ინტერნეტსა და მობილურ კავშირზე კონტროლის დამყარება
- კოსაკიასა და ქემალიას შორის კიბერ ომის ოპერაციების კოორდინაცია