·
პრეამბულა.
2020 წლის 27
სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში, რომელიც წარმოადგენს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის
ტერიტორიული კუთვნილების თვალსაზრისით სადავო რეგიონს, განახლდა საბრძოლო მოქმედებები.
დაწყებული პირველი დღიდან საომარმა მოქმედებებმა მიიღო სრულფასოვანი კონვენციური ომის
ხასიათი, რომელიც რეგიონში არ აღინიშნებოდა 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების
ამოქმედების პერიოდიდან.
დამყარებული მშვიდობა
რეგიონში მთელი ამ დროის მანძილზე ატარებდა პირობით ხასიათს. რეალური ვითარება მთიან
ყარაბაღში ე.წ. „დაკონსერვებული“ ანუ „გაყინული“ კონფლიქტებს განეკუთვნებოდა, როდესაც
ცეცხლის შეწყვეტის ფორმალური ხელშეკრულება მიმართული იყო მხოლოდ ფართომასშტაბიანი საბრძოლო
მოქმედბების აღსაკვეთად, მაგრამ არ გამორიცხავდა პერმანენტულ დაძაბულობას მოწინააღმდეგე
ძალების გამიჯვნის ხაზზე. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემის
მთავარი საკითხია მისი ტერიტორიული კუთვნილება, რომელშიც არცერთი მხარე დათმობაზე არ
წასულა და წასვლას არ აპირებს.
გამომდინარე აქედან
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სრულმასშტაბიანი კონფლიქტის განახლება მხოლოდ დროში
იქნა გადავადებული და დამოკიდებული იყო რეგიონალური (თურქეთი, არაბული სამყარო) და
გლობალური (რუსეთი, ევროკავშირი, აშშ) ძალების ინტერესებისა და შესაძლებლობების შეფარდებაზე
კონკრეტულ ისტოროიულ მონაკვეთზე.
ამასთანავე, აზერბაიჯანი
და სომხეთი გასული ათწლეულების მანძილზე სისტემატიურად ზრდიდნენ და ანახლებდნენ თავის
სამხედრო პოტენციალს. ორივე ქვეყანა საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების განსაზღვრისას
მთავარ მოწინააღმდეგედ მეორე მხარეს ასახელებდა და ყარაბაის საკითხში ყოველგვარ დათმობას
გამორიცხავდა.
ვითარებას ართულებდა
ორ ქვეყანას შორის ეთნიკურ და კონფესიურ ნიადაგზე წარსულში არსებული უკიდურესი დაპირისპირების
ტრადიციები, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით სცდებოდა მთიანი ყარაბაღის
რეგიონს და კავკასიაში მათ ყოფა-არყოფნაზე დავას წარმოადგენდა.
·
კონფლიქტის ისტორია.
მთიანი ყარაბაღის
კონფლიქტმა თავი იჩინა 1988 წლის შემოდგომაზე და მალე იქცა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე
გორბაჩოვის რეჟიმის მიერ წამოწყებული „პერესტროიკის“ პოლიტიკით გამოწვეული სისტემური
კრიზისის პირველ ძლიერ გამოვლინებას. არ გააჩნდა რა კრიზისების მართვის უნარი, ცენტრალური
ხელისუფლება ფაქტიურად განზე დადგა რეგიონში განვითარებული პროცესებისაგან და შემოიფარგლა
მხოლოდ მშვიდობიოსაკენ ფორმალური მოწოდებებით. ამასთანავე სახელმწიფო დისციპლინის ვარდნამ
და ქვეყანაში მზარდმა ქაოსმა ხელი შეუწყო ყარაბაღის კონფლიქტის გაღვივებას პოლიტიკური
და სამხედრო მიმართულებით.
კავკასიაში მე-20
საუკუნის დამლევს განვითარებული ყველა კონფლიქტს შორის, ყარაბაღის ომი ყველაზე მნიშვნელოვანია
რეგიონალური და გლობალური თვალსაზრისით. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ეს კონფლიტი
არის ერთადერთი რომელიშიც ჩართულია ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო. გარდა ამისა, ყარაბაღის
კონფლიქტმა გამოიწვია რეგიონალური და გლობალური ძალების ჯგუფური დაპირისპირებაც.
·
კონფლიქტის გავლენა რეგიონალურ და გლობალურ პროცესებზე.
საბჭოთა კავშირის
დაშლის შემდეგ კავკასიაში მტკიცედ ჩამოყალიბდა
ინტერესების სფეროების გამიჯვნა რეგიონალურ და გლობალურ ძალებს შორის. თითოეული მათგანი
ცდილობს რეგიონში დომინირების მოპოვებას და ამისათვის იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა
პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ, სამხედრო და ინფორმაციულ რესურსებს.
ყარაბაღის კონფლიქტზე
უძლიერეს გავლენას ახდენს ორი მხარის კუთვნილება სხვადასხვა გეოპოლიტიკურ დაჯგუფებებისადმი.
აზერბაიჯანი მტკიცედ ემხრობა თურქეთს და სრულიად
აღიარებს თურქეტის პოლიტიკური ელიტის მიერ დეკლარირებულ თეზისს: „ორი სახელმწიფო -
ერთი ნაცია“. ფაქტიურად ეს არის თურქეთის მიერ ღიად გაცხადებული ლტოლვა კავკასიაში
ოსმალური იმპერიის დროის ჰეგემონიის აღდგენაზე. აღნიშნული კურსის ფარგლებში აზერბაიჯანი
იზიარებს მთელ თურქულენოვანი სამყაროს გეოპოლიტიკურ მისწრაფებებს, რომელთა მთავარი
შინაარსი ე.წ. „დიდი ტურანის“ აღდგენაში მდებარეობს. აღნიშნული გაერთიანება ჩრდილოეთით
მოიცავს ციმბირისა და ურალის რეგიონების დიდ მონაკვეთს, სამხრეთით ვრცელდება ხმელთაშუაზღვამდე,
ხოლო დასავლეთით სწვდება ბალკანეთს და სამხრეთ ევროპას ყოფილი ოსმალური იმპერიის ფარგლებში.
სომხეთი უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ითვლება რუსეთის
სტრატეგიულ მოკავშირეთ ამიერკავკასიაში. იგი გაწევრიანებულია კოლექტიური უსაფრთხოების
ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ), რომელიც რუსეთის მიერ განიხილება
ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრუქტურად სამხედრო-პოლიტიკური უსაფრთხოების თვალსარისით.
ამასთანავე, სომხეთის პოლიტიკური ელიტისათვის ყოველთვის წარმოადგენდა პრეროგატივას
საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფა, რაც გამოიხატებოდა „პან-სომხური სამყაროს“ იდეოლოგიისა და პრაქტიკის
დანერგვაში. აღნიშნული კონცეფცია აღიარებს კავკასიას „სომხური ცივილიზაციის აკვნად“,
ხოლო მსოფლიოში გაფანტული სომხურ დიასპორას ამ „ცივილიზაციის“ ფასეულობების მატარებლად
და სამშობლოსადმი ყველანაირი კავშირის შენარჩუნებისა და დახმარების წყაროთ. ასეთმა
მიდგომამ განსაკუთრებით იჩინა თავი სომხეთის სათავეში პაშინიანის მთავრობის მოსვლის
შემდეგ, რომელმაც ღიად აიღო გეზი საერთაშორისო სტრუქტურებში ინტეგრაციაზე. ამ მიმართულებით
პაშინიანი მზად არის გადახედოს სომხეთის როლსა და ადგილს როგორც უსაფრთხოების რეგიონალურ
ასევე საერთაშორისო სისტემაში.
თურქეთი კავკასიას განიხილავს როგორც ისტორიულად მისი გავლენის
სფეროში მყოფ რეგიონს და ერთერთ მნიშვნელოვან დასაყრდენს როგორც შავ ზღვაზე, ასევე
შუა აზიის მიმართულებით. აზერბაიჯანი თურქთისათვის წარმოადგენს სტრატეგიულ პარტნიორს
და სწორედ თურქეთი არის ის ზალა, რომელიც გზას უხსნის აზერბაიჯანს დანარჩენ მაჰმადიანურ
სამყაროსთან მჭიდრო კავშირების დამყარებისკენ. თურქეთის მნიშვნელოვანი ინტერესები კავკასიაში
ნათლად გამომჟღავნდა 2020 წლის ყარაბაღის ომის დროს, რომლის მოსაწესრიგებლად თურქეთმა
რუსეთს შესთავაზე ე.წ. „სირიული ფორმატი“, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობისა
და გავლენის სფეროების თანაბარ განაწილებას. ამაზე რუსეთმა მტკიცე უარი განაცხადა.
ირანი ტრადიციულად განზე დგას კავკასიაში მიმდინარე პროცესებისაგან,
რადგან ჯერ კიდევ 1804-1813 და 1826-1828 წლების რუსეთთან ომების შემდეგ თავს არიდებს
მასთან ხელახლა დაჯახებას. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ნეიტრალიტეტი ირანმა შეინარჩუნა
ჩეჩნეთის ომის დროსაც 1994-2000 წლებში, რომელიც გაიმართა რუსეთის მნიშვნელოვანი დასუსტების
პირობებში. ირანის მიერ ეს არის შორსგამიხნული პოლიტიკა, რომელიც სათავეს იღებს მე-17
საუკუნეში რუსეთთან პირველი კონტაქტების დროიდან. ამრიგად, ყარაბაღის ომი ირანისთვის
წარმოადგენს პრობლემას უპირველეს ყოვლისა ირანულ აზერბაიჯანში სტაბილურობის შენარჩუნება.
რუსეთი კავკასიაში კვლავ წარმოადგენს ერთერთ მნიშვნელოვან
ფაქტორს. რუსული პოლიტიკური ელიტა და მთლიანად საზოგადოება აღიქვევს კავკასიას როგორც
კუთვნილ რეგიონს და გამორიცხავს მასზე დომინირების გაზიარებას ნებისმიერ სხვა რეგიონალურ
თუ გლობალურ ძალასთან.
ყარაბაღის ომში
თითოეული ძალა ესრაფვის საკუთარი ინტერესების განხორციელებას და ცდილობს შეინარჩუნოს
ომი ლოკალურ ფარგლებში. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ სომხეთი, რომელიც ცდილობს კონფლიქტის
გლობალიზაციას და უპირველეს ყოვლისა მასში რუსეთის ჩაბმას. ამ გზით სომხეთი ცდილობს შეინარჩუნოს ყარაბაღის
ტერიტორიები, დაამარცხოს აზერბაიჯანი, შეასუსტოს თურქეთი და შექმნას საერთაშორისო სტრუქტურებში
თავისი ინტეგრაციის მყარი საფუძველი.
გამომდინარე აქედან,
ყველაზე დიდ საფრთხეს დღეს წარმოადგენს კონფლიქტის გლობალიზაცია, რომელიც აუცილებლად
გამოიწვევს რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირებას, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოსაც.
No comments:
Post a Comment