Tuesday, October 6, 2020

ყარაბაღის ომი 2020

 

·         პრეამბულა.

2020 წლის 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში, რომელიც წარმოადგენს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ტერიტორიული კუთვნილების თვალსაზრისით სადავო რეგიონს, განახლდა საბრძოლო მოქმედებები. დაწყებული პირველი დღიდან საომარმა მოქმედებებმა მიიღო სრულფასოვანი კონვენციური ომის ხასიათი, რომელიც რეგიონში არ აღინიშნებოდა 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ამოქმედების პერიოდიდან.

დამყარებული მშვიდობა რეგიონში მთელი ამ დროის მანძილზე ატარებდა პირობით ხასიათს. რეალური ვითარება მთიან ყარაბაღში ე.წ. „დაკონსერვებული“ ანუ „გაყინული“ კონფლიქტებს განეკუთვნებოდა, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის ფორმალური ხელშეკრულება მიმართული იყო მხოლოდ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედბების აღსაკვეთად, მაგრამ არ გამორიცხავდა პერმანენტულ დაძაბულობას მოწინააღმდეგე ძალების გამიჯვნის ხაზზე. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემის მთავარი საკითხია მისი ტერიტორიული კუთვნილება, რომელშიც არცერთი მხარე დათმობაზე არ წასულა და წასვლას არ აპირებს.

გამომდინარე აქედან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სრულმასშტაბიანი კონფლიქტის განახლება მხოლოდ დროში იქნა გადავადებული და დამოკიდებული იყო რეგიონალური (თურქეთი, არაბული სამყარო) და გლობალური (რუსეთი, ევროკავშირი, აშშ) ძალების ინტერესებისა და შესაძლებლობების შეფარდებაზე კონკრეტულ ისტოროიულ მონაკვეთზე.

ამასთანავე, აზერბაიჯანი და სომხეთი გასული ათწლეულების მანძილზე სისტემატიურად ზრდიდნენ და ანახლებდნენ თავის სამხედრო პოტენციალს. ორივე ქვეყანა საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების განსაზღვრისას მთავარ მოწინააღმდეგედ მეორე მხარეს ასახელებდა და ყარაბაის საკითხში ყოველგვარ დათმობას გამორიცხავდა.

ვითარებას ართულებდა ორ ქვეყანას შორის ეთნიკურ და კონფესიურ ნიადაგზე წარსულში არსებული უკიდურესი დაპირისპირების ტრადიციები, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით სცდებოდა მთიანი ყარაბაღის რეგიონს და კავკასიაში მათ ყოფა-არყოფნაზე დავას წარმოადგენდა.   

·         კონფლიქტის ისტორია.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა თავი იჩინა 1988 წლის შემოდგომაზე და მალე იქცა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გორბაჩოვის რეჟიმის მიერ წამოწყებული „პერესტროიკის“ პოლიტიკით გამოწვეული სისტემური კრიზისის პირველ ძლიერ გამოვლინებას. არ გააჩნდა რა კრიზისების მართვის უნარი, ცენტრალური ხელისუფლება ფაქტიურად განზე დადგა რეგიონში განვითარებული პროცესებისაგან და შემოიფარგლა მხოლოდ მშვიდობიოსაკენ ფორმალური მოწოდებებით. ამასთანავე სახელმწიფო დისციპლინის ვარდნამ და ქვეყანაში მზარდმა ქაოსმა ხელი შეუწყო ყარაბაღის კონფლიქტის გაღვივებას პოლიტიკური და სამხედრო მიმართულებით.    

კავკასიაში მე-20 საუკუნის დამლევს განვითარებული ყველა კონფლიქტს შორის, ყარაბაღის ომი ყველაზე მნიშვნელოვანია რეგიონალური და გლობალური თვალსაზრისით. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ეს კონფლიტი არის ერთადერთი რომელიშიც ჩართულია ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო. გარდა ამისა, ყარაბაღის კონფლიქტმა გამოიწვია რეგიონალური და გლობალური ძალების ჯგუფური დაპირისპირებაც.    

·         კონფლიქტის გავლენა რეგიონალურ და გლობალურ პროცესებზე.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ  კავკასიაში მტკიცედ ჩამოყალიბდა ინტერესების სფეროების გამიჯვნა რეგიონალურ და გლობალურ ძალებს შორის. თითოეული მათგანი ცდილობს რეგიონში დომინირების მოპოვებას და ამისათვის იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ, სამხედრო და ინფორმაციულ რესურსებს.

ყარაბაღის კონფლიქტზე უძლიერეს გავლენას ახდენს ორი მხარის კუთვნილება სხვადასხვა გეოპოლიტიკურ დაჯგუფებებისადმი.

აზერბაიჯანი მტკიცედ ემხრობა თურქეთს და სრულიად აღიარებს თურქეტის პოლიტიკური ელიტის მიერ დეკლარირებულ თეზისს: „ორი სახელმწიფო - ერთი ნაცია“. ფაქტიურად ეს არის თურქეთის მიერ ღიად გაცხადებული ლტოლვა კავკასიაში ოსმალური იმპერიის დროის ჰეგემონიის აღდგენაზე. აღნიშნული კურსის ფარგლებში აზერბაიჯანი იზიარებს მთელ თურქულენოვანი სამყაროს გეოპოლიტიკურ მისწრაფებებს, რომელთა მთავარი შინაარსი ე.წ. „დიდი ტურანის“ აღდგენაში მდებარეობს. აღნიშნული გაერთიანება ჩრდილოეთით მოიცავს ციმბირისა და ურალის რეგიონების დიდ მონაკვეთს, სამხრეთით ვრცელდება ხმელთაშუაზღვამდე, ხოლო დასავლეთით სწვდება ბალკანეთს და სამხრეთ ევროპას ყოფილი ოსმალური იმპერიის ფარგლებში.

სომხეთი უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ითვლება რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირეთ ამიერკავკასიაში. იგი გაწევრიანებულია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ), რომელიც რუსეთის მიერ განიხილება ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრუქტურად სამხედრო-პოლიტიკური უსაფრთხოების თვალსარისით. ამასთანავე, სომხეთის პოლიტიკური ელიტისათვის ყოველთვის წარმოადგენდა პრეროგატივას საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფა, რაც გამოიხატებოდა  „პან-სომხური სამყაროს“ იდეოლოგიისა და პრაქტიკის დანერგვაში. აღნიშნული კონცეფცია აღიარებს კავკასიას „სომხური ცივილიზაციის აკვნად“, ხოლო მსოფლიოში გაფანტული სომხურ დიასპორას ამ „ცივილიზაციის“ ფასეულობების მატარებლად და სამშობლოსადმი ყველანაირი კავშირის შენარჩუნებისა და დახმარების წყაროთ. ასეთმა მიდგომამ განსაკუთრებით იჩინა თავი სომხეთის სათავეში პაშინიანის მთავრობის მოსვლის შემდეგ, რომელმაც ღიად აიღო გეზი საერთაშორისო სტრუქტურებში ინტეგრაციაზე. ამ მიმართულებით პაშინიანი მზად არის გადახედოს სომხეთის როლსა და ადგილს როგორც უსაფრთხოების რეგიონალურ ასევე საერთაშორისო სისტემაში.

თურქეთი კავკასიას განიხილავს როგორც ისტორიულად მისი გავლენის სფეროში მყოფ რეგიონს და ერთერთ მნიშვნელოვან დასაყრდენს როგორც შავ ზღვაზე, ასევე შუა აზიის მიმართულებით. აზერბაიჯანი თურქთისათვის წარმოადგენს სტრატეგიულ პარტნიორს და სწორედ თურქეთი არის ის ზალა, რომელიც გზას უხსნის აზერბაიჯანს დანარჩენ მაჰმადიანურ სამყაროსთან მჭიდრო კავშირების დამყარებისკენ. თურქეთის მნიშვნელოვანი ინტერესები კავკასიაში ნათლად გამომჟღავნდა 2020 წლის ყარაბაღის ომის დროს, რომლის მოსაწესრიგებლად თურქეთმა რუსეთს შესთავაზე ე.წ. „სირიული ფორმატი“, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობისა და გავლენის სფეროების თანაბარ განაწილებას. ამაზე რუსეთმა მტკიცე უარი განაცხადა.

ირანი ტრადიციულად განზე დგას კავკასიაში მიმდინარე პროცესებისაგან, რადგან ჯერ კიდევ 1804-1813 და 1826-1828 წლების რუსეთთან ომების შემდეგ თავს არიდებს მასთან ხელახლა დაჯახებას. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ნეიტრალიტეტი ირანმა შეინარჩუნა ჩეჩნეთის ომის დროსაც 1994-2000 წლებში, რომელიც გაიმართა რუსეთის მნიშვნელოვანი დასუსტების პირობებში. ირანის მიერ ეს არის შორსგამიხნული პოლიტიკა, რომელიც სათავეს იღებს მე-17 საუკუნეში რუსეთთან პირველი კონტაქტების დროიდან. ამრიგად, ყარაბაღის ომი ირანისთვის წარმოადგენს პრობლემას უპირველეს ყოვლისა ირანულ აზერბაიჯანში სტაბილურობის შენარჩუნება.

რუსეთი კავკასიაში კვლავ წარმოადგენს ერთერთ მნიშვნელოვან ფაქტორს. რუსული პოლიტიკური ელიტა და მთლიანად საზოგადოება აღიქვევს კავკასიას როგორც კუთვნილ რეგიონს და გამორიცხავს მასზე დომინირების გაზიარებას ნებისმიერ სხვა რეგიონალურ თუ გლობალურ ძალასთან.

ყარაბაღის ომში თითოეული ძალა ესრაფვის საკუთარი ინტერესების განხორციელებას და ცდილობს შეინარჩუნოს ომი ლოკალურ ფარგლებში. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ სომხეთი, რომელიც ცდილობს კონფლიქტის გლობალიზაციას და უპირველეს ყოვლისა მასში რუსეთის ჩაბმას.  ამ გზით სომხეთი ცდილობს შეინარჩუნოს ყარაბაღის ტერიტორიები, დაამარცხოს აზერბაიჯანი, შეასუსტოს თურქეთი და შექმნას საერთაშორისო სტრუქტურებში თავისი ინტეგრაციის მყარი საფუძველი.

გამომდინარე აქედან, ყველაზე დიდ საფრთხეს დღეს წარმოადგენს კონფლიქტის გლობალიზაცია, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირებას, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოსაც.

Wednesday, July 15, 2020

PMESII-PT Enemy Course of Action

მოწინააღმდეგის სავარაუდო და სახიფათო გეგმები PMESII-PT-ის მიხედვით.

საზღვაო ოპერაციები

მოწინააღმდეგის სავარაუდო გეგმა
  • სპერის ძრვის აკვატორიაზე სრული კონტროლის დამყარება
  • სამეფოს სანაპირო წყლების კონტროლი
  • სამეფოს პორტების ბლოკირება
  • სამეფოს საზღვაო ძალების ბლოკირება და განადგურება

მოწინააღმდეგის სახიფათო გეგმა
  • სპერის საზღვაო აკვატორიაზე ახლო საარტილერიო და შორეული სარაკეტო დარტყმები
  • დივერსიები და საბოტაჟი სამეფოს პორტებში
  • საზღვაო დესანტების გადმოსხმა სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონებში და მათი კოორდინაცია სხვა სახის საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ოპერაციებთან
  • კოორდინაცია კოსაკიასა და ქემალიას საზღვაო ძალებს შორის

საჰაერო ოპერაციები

მოწინააღმდეგის სავარაუდო გეგმა
  • საჰაერო უპირატესობის მოპოვება და სამეფოს საჰაერო სივრცის ჩაკეტვა
  • სამეფოს საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო ძალების ჩახშობა/განადგურება
  • სამეფოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება
  • სამეფოს სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირება ჰაერიდან

მოწინააღმდეგის სახიფათო გეგმა
  • საჰაერო დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე
  • საჰაერო დარტყმები სამოქალაქო მოსახლეობაზე
  • მასობრივი დაზიანების იარაღის გამოყენება (ფოსფორული და კასეტური ბომბების ჩათვლით)
  • დარტყმები საკვანძო სახელმწიფო ობიექტებზე და სახელმწიფო აპარატის ფუნქციონირების მოშლა
  • კოორდინაცია კოსაკიასა და ქემალიას საჰაერო ძალებს შორის

კოსმოსური ოპოერაციები

მოწინააღმდეგის სავარაუდო გეგმა
  • სამეფოს ტერიტორიის მონიტორინგი და საკუთარ ძალებთან კოორდინაცია ონლაინ-რეჟიმში
  • რადიოელექტრონული ბრძოლების ოპერაციების კოორდინაცია
  • საინფორმაციო სივრცის ბლოკირება
  • კიბერშეტევები
მოწინააღმდეგის სახიფათო გეგმა
  • სამეფოს სახედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე შეტევა
  • სამეფოს დასავლური მოკავშირეების კოსმოსური საშუალებების ჩახშობა
  • სამეფოს მართვისა და ინფორმაციის საშუალებების ჩახშობა/განადგურება
  • კოორდინაცია კოსაკიასა და ქემალიას კოსმოსურ ძალებს შორის

C4I ოპერაციები

მოწინააღმდეგის სავარაუდო გეგმა
  • სამეფოს სახელმწიფო და სამხედრო მართვის ცენტრებზე კომპლექსური შეტევა (საჰაერო, ელექტრონული ჩახშობა, კიბერშეტევა)
  • C4I სისტემის ძირითად კვანძებზე დივერსიებისა და საბოტაჟის განხორციელება (კომუნიკაციის ხაზებზე, კომპიუტერულ სისტემებზე, ელექტროენერგიის წყაროებზე, პროგრამულ უზრუმველყოფაზე, ინფორმაციის მიმღებ-გადამცემი სისტემებზე)

მოწინააღმდეგის სახიფათო გეგმა
  • სამეფოს სახელმწიფო და სამხედრო მართვის ცენტრების განადგურება მაღალი სიზუსტის იარაღით (ფრთსოანი და ჰიპებგერითი რაკეტებით) 
  • C4I სისტემის ძირითადი კვანძების განადგურება (კომუნიკაციის ხაზები, კომპიუტერული სისტემები, ელექტროენერგიის წყაროები, პროგრამული უზრუნველყოფა, ინფორმაციის მიმღებ-გადამცემი სისტემები)
  • C4I სისტემების მოწინააღმდეგის კონტროლის ქვეშ მოქცევა

საინფორმაციო ოპერაციები

მოწინააღმდეგის სავარაუდო გეგმა
  • სამეფოს წინააღმდეგ მასიური საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიის ორგანიზება
  • სამეფოს სააერთაშორისო საინფორმაციო იზოლაცია
  • სამეფოს შიდა საინფორმაციო ნაკადების კონტროლი/იზოლაცია
  • სამეფოს თავდაცვის ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების დეზინფორმაცია  
მოწინააღმდეგის სახიფათო გეგმა
  • სამეფოს საინფორმაციო სივრცეზე კონტროლის დამყარება
  • სამეფოს სახელისუფლებო ინსტიტუტების დეზინფორმაცია და დეზორიენტაცია
  • სამოქალაქო საზოგადოებაში ქაოსისა და პანიკის დანერგვა
  • მართვადი ქაოსის წარმოაება
  • დასავლური პარტნიორების დისკრედიტაცია
  • კოსაკიასა და ქემალიას შორის საინფორმაციო ოპერაციების კოორდინაცია

კიბერ ომის ოპერაციები

მოწინააღმდეგის სავარაუდო გეგმა
  • სამეფოს ელექტრონუილი კომუნიკაციების ჩხშობა
  • სამეფოს საინფორმაციო სივრცის ჩახშობა
  • კიბერშეტევა სამეფოს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე
  • კიბერშეტევა სამეფოს სამხედრო და სამოქალაქო მართვის სისტემებზე
  • სამეფოს ტერიტორიაზე ინტერნეტისა და მობილური კავშირის ჩახშობა

მოწინააღმდეგის სახიფათო გეგმა
  • სამეფოს ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე კონტროლის დამყარება
  • სამეფოს საინფორმაციო სივრცეზე კონტროლის დამყარება
  • სამეფოს ინტერნეტსა და მობილურ კავშირზე კონტროლის დამყარება
  • კოსაკიასა და ქემალიას შორის კიბერ ომის ოპერაციების კოორდინაცია

Saturday, June 6, 2020

კომუნიკაციების მეთოდების მნიშვნელობა მეთაურისათვის ამოცანით მართვის პროცესში

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია

შტაბის ოფიცრის განვითარების სასწავლო პროგრამა

 

 

 

ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა მჭედლიძე

 

 კომუნიკაციების მეთოდების მნიშვნელობა მეთაურისათვის ამოცანით მართვის პროცესში

 

 

თბილისი 2020



კომუნიკაცია წარმოადგენს სულიერი და არასულიერი ბუნების განვითარებისათვის აუცილებელი კავშირების დამყარებისა და შენარჩუნების უწყვეტ პროცესს. სწორედ კომუნიკაციის გზით მიმდინარეობს ბუნების განვითარება, ხოლო კომუნიკაციური კავშირები პირდაპირ განაპირობებენ ბუნების ამა თუ იმ სეგმენტის განვითარების ფორმებსა და გზებს, განსაზღვრავენ მისი არსებობა - არასებობის საკითხრბს.

ადამიანურ საზოგადოებაში კომუნიკაცია ხორციელდება ყველაზე სრულყოფილი ფორმით, რაც გამოიხატება სხვადასხვა სახის შიდასოციალური ქსელების არსებობაში [McPheat 2012, pp. 8-15]

ჯარი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და მასში კომუნიკაციის ფორმებს თავისი სპეციფიკური ნიშან-თვისებებით გამოირჩევა. ეს სპეციფიკა მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჯარი წარმოადგენს ძალოვან სტრუქტურას და მისი მართვა სამეთაურო-მბრძანებლურ პრინციპზეა აგებული [Storr 2007, p.120].

სამხედრო ქვედანაყოფის ამოცანით მართვის პროცესი მრავალფეროვან და რთულ მოვლენას წარმოადგენს, რომელიც აგებულია დეცენტრალიზებულ მართვაზე, ინიციატივასა და ნდობაზე. ამოცანით მართვის პროცესი მოიცავს ტრადიციული და სპეციფიური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციების მეთოდებისა და საშუალებების ერთობლიობას [Army Doctrine Publication 6-0 2019, pp. 15-24]. ქვედანაყოფის მეთაური, როგორც მისი მთავარი ორგანიზატორი და მასზე ძირითადი პასუხისმგებელი პირი, გადამწყვეტ როლს ასრულებს მის დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურაში სწორი და ეფექტური კომუნიკაციების ჩამოყალიბებაში. ეს ეხება კომუნიკაციების როგორც ჰორიზონტალურ ასევე ვერტიკალური ქსელს.

აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების მეთოდების შესწავლა და სრულყოფილი ფლობა მეთაურისათვის წარმოადგენს ქვედანაყოფის ეფექტური მართვის ერთერთ გადამწყვეტ პირობას [Lewinska 2015, pp. 38-40].

შიდა და გარე კომუნიკაცია წარმოადგენს ქვედანაყოფის ფუნქციონირების ძირითად სახეობას. სწორედ კომუნიკაციური მეთოდები და საშუალებები განსაზღვრავენ ქვედანაყოფის ყოველდღიური ცხოვრების სრულ სპექტრს, დაწყებული დღის განრიგით და დამთავრებული საბრძოლო წვრთნით. კომუნიკაცია გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც მშვიდობიანობის, ასევე ომიანობის დროს. კომუნიკაციის მეშვეობით მიმდინარეობს ქვედანაყოფის მართვა, მისი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და თითოეული წევრის საბრძოლო შესაძლებლობების განვითარება [Ford 2015, pp. 72-73].

ვერბალური (ზეპირი) კომუნიკაცია

აღსანიშნავია, რომ ქვედანაყოფში არსებული კომუნიკაცია პირდაპირ განსაზღვრავს პირადი შემადგენლობის ორგანიზებულობისა და შერწყმულობას, უპირველეს ყოვლისა, კოლექტივიზმისა და საერთო პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავებას, რაც გადამწტვეტია მისი ეფექტური ფუნქციონირებისათვის [Heyward 2013, pp. 17-19].

სწორედ კომუნიკაციის მეთოდები განსაზღვრავენ ქვედანაყოფში შესაბამისი მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის ჩამოყალიბებას, რომელიც წარმოადგენს ყველაზე ძლიერ შიდა სტიმულს სამხედრო მოსამსახურეებისათვის მათ წინაშე დასმული ამოცანების შესრულებისას.

ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, რომ მეთაური, რომელიც ფლობს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის მეთოდებს, ახერხებს დაქვემდებარებულ ქვედანაყოფში დადებითი მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნას, რომელშიც დომინირებენ ჯგუფური ინტერესები, ურთიერთმხარდაჭერა და სიძნელეების გადალახვისადმი მზადყოფნა. ეს საბოლოო ჯამში აყალიბებს ქვედანაყოფში მაღალ შეგნებულ დისციპლინას, რომელიც დამყარებულია არა ძალდატანებაზე, არამედ დაკისრებული ამოცანის შესრულების აუცილებლობის შეგნებაზე. ამისი ნათელი მაგალითია ძველი რომის გამოჩენილი სარდლის იულიუს კეისრის მოღვაწეობა, რომელიც დაწვრილებით იცნობდა თითქმის ყველა ჯარისკაცის თვისებებსა და პრობლემებს, ყოველთვის გაგებით ეპყრობოდა მათ და მათთან ერთად იზიარებდა ყველა გაჭირვებას. ამის შედეგად კეისარმა მიაღწია დაქვემდებარებულ ლეგიონებში უდიდეს მოტივაციას და უმკაცრეს დისციპლინას, რომელშიც გადამწყვეტი როლი ეკუთვნოდა არა სამხედრო-იერარქიული სამართლებრივ მორჩილებას, არამედ ჯარისკაცების მიერ არსებული აუცილებლობის შეგნებას [Abbott 1904, pp. 62-63].

ვერბალური (წერილობითი) კომუნიკაცია.

აღსანიშნავია, რომ ქვედანაყოფის ამოცანით მართვაში მეთაური ხელმძღვანელობს სწორედ ქვეშევრდომების ინიციატივის მაქსიმალურ წახალისების პრინციპით [Army Doctrine Publication 6-0 2019, pp. 59-60]. ამისათვის იგი მიმართავს წერილობითი კომუნიკაციების ყველა საშუალებას, რომელლთა შორის გამოირჩევა:

-          ოპერატიული ბრძანებები, სადაც დასახულია დასმული ამოცანის ფარგლებში ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის ინციატივისა და გადაწყვეტილების მიღების მიმართულებები;

-          სამადლობელი და წამახალისებელი წერილები კონკრეტული ჯარისკაცის ან ჯგუფის დამსახურების 3აღნიშვნით;

-           შესაბამისი  საშტაბო დოკუმენტაცია, სადაც ასახულია ამოცანის შესრულების დროს პირადი შემადგენლობის მიერ გამოჩენილი ინიციატივისა და შედეგების მაგალითები.

კვლავ შეგვიძლია მოვიყვანოთ იულიუს კეისრის მაგალითი, რომელიც ყოველ ბრძანებაში აუცილებლად მოიხსენიებდა წარჩინებული ქვედანაყოფის მეთაურებსა და მეომრებს, მათ მიერ გამოჩენილ სიმამაცესა და ინიციატივას (McDevitte. Bohn 2012, pp. 192-193]. ამასთანავე, კეისარი საჭიროდ თვლიდა რომში სენატის სახელზე გაგზავნილ მოხსენებებეში გამორჩეული მეომრების სახელებისა და დამსახურებების მითითებას და ითხოვდა მათ შესაბამის დაფასებას. კეისარი ასევე წერილობითი სახით ატყობინებდა წარჩინებული მეომრებისა და ქვედანაყოფის დამსახურების შესახებ მათ ოჯახებსა და საცხოვრებელ ადგილეს [Braman 2011, p. 51].

არავერბალური კომუნიკაცია.

მეთაურის მიერ ქვედანაყოფის მართვა არ შემოიფარგლება მხოლოდ უშუალო სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებით და დაქვემდებარებული სტრუქტურის მართვით. კომუნიკაციების საშუალებების სრული სპექტრი ვერ მოთავსდება მხოლოდ წესდებებისა და დარიგეგების ფარგლებში. ამ საშუალებათა შორის უმნიშვნელოვანესი არის მეთაურის ავტორიტეტი, რომელიც მოიპოვება როგორც ვერბალური, ასევე არავერბალური კომუნიკაციის მეთოდებით. ზემოაღნიშნული ვერბალური კომუნიკაციის მეთოდები უნივერსალურ ხასიათს ატარებენ. ამოცანით მართვის პროცესში ისინი საჭიროებენ ყოველ კონკრეტულ ქვედანაყოფზე მორგებასა და დეტალიზაციას.

ამასთანავე, არავერბალური კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება ყოველთვის ატარებს კონკრეტულ ხასიათს და ორიენტირებულია კონკრეტულ ობიექტზე (ან ობიექტებზე). ჩვენს შემთხვევაში - ცალკეულ სამხედროზე, სამხედროთა ჯგუფზე ან მთლიანად სამხედრო კოლექტივზე.

ფაქტების მიუკერძოებელი ანალიზი ცხადყოფს, რომ სამხედრო ქვედანაყოფში მეთაურის მიერ არავერბალური კომუნიკაციის ყველაზე ძლიერი მეთოდია პირადი მაგალითი. მეთაურის პირადი თვისებების უდავო დადებითობა უზრუნველყოფს მის მაღალ ავტორიტეტს დაქვემდებარებულ პირად შემადგენლობას შორის. ეს ეხება არამხოლოდ სამხედრო ქვედანაყოდში მეთაურის სამსახურს არამედ მის ცხოვრების საერთო წესს, მათ შორის სამსახურისაგან თავისუფალ დროს. მეთაური, რომელიც სიტყვითა და საქმით დაუყოვნებლივ იცავს საზოგადოებაში აღიარებულ იდეოლოგიურ და ზნეობრივ ფასეულობებს, წარმოადგენს სამხედრო კოლექტივისათვის ხარიზმატულ ფიგურას და ამის ხარჯზე მას გააჩნია ქვედანაყოფის მართვის ძლიერი უნარი. მეთაურის პირადი მაგალითი როგორც არავერბალური კომუნიკაციის საშუალება კრიტიკულ როლს თამაშობს ამოცანით მართვის პროცესში, როდესაც ქვეშევრდომებთან პირდაპირი კონტაქტის შეფერხების შემთხვევაში ისინი თავისუფლად იჩენენ პირად ინიციატივას, რადგან მეთაურის მაგალითის საფუძველზე დარწმუნებული არიან საკუთარი არჩევანის სისწორეში.

ამის მაგალითია ალექსანდრე მაკედონელი, რომელიც სამხედრო ლაშქრობების დროს მტკიცედ მისდევდა ძველ მაკედონიაში დაწესებულ ყველა რელიგიურ და ზნეობრივ ჩვევებს, უკაცრესად იცავდა მაკედონიის სამხედრო სამართლის წესებს და აღიარებდა მათ უზენაესობას საკუთარ სამეფო სტატუსზე. ეს იყო უძლიერესი მაგალითი და სტიმული მაკედონური ჯარისათვის [Abbott 1853, pp. 53-63].

არსებობს აზრი, რომ რადგან სამხედრო სტრუქტურა იმართება მბრძანებლური პრინციპით, ამიტომ ზედმეტი დაახლოვება ქვეშევრდომებთან შეასუსტებს სამხედრო დისციპლინას და უარყოფითად იმოქმედებს ქვედანაყოფის საბრძოლო შესაძლებლობებზე.

ეს მოსაზრება არ ასახავს პრობლემის ძირითადად ასპექტებს:

-          მეთაურის ავტორიტეტი ყალიბდება მისი პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობის, სამართლიანობისა და ჰუმანურობის საფუძველზე;

-          მეთაურს გააჩნია სახელმწიფო სისტემის მიერ მინიჭებული უფროსის სამართლებრივი სტატუსი (სამხედრო წოდება, თანამდებობა, სამსახურებრივი უფლებამოსილებები);

-          მეთაურს გააჩნია მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება, განსხვავება ასაკში, რაც განაპირობებს მის ლიდერულ როლს

-          პირადი შემადგენლობისაგან დისტანცირება იერარქიული პრინციპით საბოლოო ჯამში იწვევს შიდა კომუნიკაციის გათიშვას ქვედანაყოფში, რაც უარყოფითად მოქმედებს მის საბრძოლო შესაძლებლობებზე. განსაკუთრებით კრიზისისა და ომიანობის დროს.

კომუნიკაცია წარმოადგენს ქვედანაყოფის არსებობისა და მოქმედების ქვაკუთხედს. ქვედანაყოფი, როგორც სამხედრო კოლექტივი, იმართება სწორედ კომუნიკაციის მეშვეობით. შესაბამისად, სწორი და ყოვლისმომცველი კომუნიკაცია არის ქვედანაყოფის ეფექტური მართვის საწინდარი [Campbell 2011, pp. 1-11].

ამოცანით მართვისას კომუნიკაცია კრიტიკულ ხასიათს იძენს, რადგან მეთაური განსაზღვრავს არამხოლოდ ნორმატიულ მოთხოვნებს, არამედ ეყრდნობა ქვეშევრდომთა შესაძლებლობების დამოუკიდებელ რეალიზაციას. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნად, რომ კომუნიკაციის მეთოდების ფლობა წარმოადგენს ამოცანით მართვის პროცესის ერთერთ ფუძემდებლურ პირობას [Horton 2014, pp. 4-5].

 

გამოყენებული ლიტერატურა

Abbott, Jacob. 1853. Alexander the Great. Makers of History. Reproduced by Sani Panhwar. 2018

Abbott Jacob. 1904. History of Julius Caesar. Makers of History. Reproduced by Sani Panhwar.

Army Doctrine Publication 6-0. 2019. Department of Army, USA

Braman, Nathan. 2011. Caesar's Invasion of Britain. Alberta: University of Lethbridge. Canada.

Campbell, Julia. 2011. Interpersonal and Leadership Skills: Using Virtual Humans to Teach New Officers. Interservice/Industry Training, Simulation, and Education Conference (I/ITSEC)

Ford, Christopher. 2015. Army Leadership and the Communication Paradox. Military Review, July-August.

Heyward, Richard. 2013. Embedding Mission Command in Army Culture. United States. Army War College.

Horton, Arturo. 2014. Mission Command: Challenges to Implementation and Institutionalization in the Army. United States. Army War College. 

Lewinska, Monika. The Role of Communication in Military Leadership. 2015. Journal of Corporate Responsibility and Leadership. Volume 2, Issue 1. Management and Command Faculty, National Defence University, Warsaw, Poland

Military Communications and Information Technology: a Trusted Cooperation Enabler. 2012. Warsaw. Military University of Technology

McDevitte, William, Bohn, William. 2012. The Gallic Wars of Julius Caesar. Link:

http://classics.mit.edu/Caesar/gallic.html

McPheat, Sean. 2012. Effective Communication Skills. MTD Training.

Storr, Jim. 2007. A Command Philosophy for the Information Age: the Continuing Relevance of Mission Command. Defence Studies, 3:3, 119-129

 


Wednesday, June 3, 2020

კომუნიკაციების მეთოდების მნიშვნელობა მეთაურისათვის ამოცანით მართვის პროცესში

შესავალი.

კომუნიკაცია წარმოადგენს სულიერი და არასულიერი ბუნების არსებობის განუყოფელ თვისებას. სწორედ კომუნიკაციის გზით მიმდინარეობს ბუნების განვითარება, ხოლო კომუნიკაციური კავშირების თავისებურება პირდაპირ განაპირობებს ბუნების ამა თუ იმ სეგმენტის განვითარების ფორმებსა და გზებს, განსაზღვრავს მისი არსებობა - არასებობის საკითხებს.

ადამიანურ საზოგადოებაში კომუნიკაცია ხორციელდება ყველაზე სრულყოფილი ფორმით, რაც გამოიხატება შიდასოციალური ქსელების დამყარებაში აზროვნების სხვადასხვა სახეობებების მეშვეობით.

ჯარი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და მასში კომუნიკაციის ფორმებს თავისი სპეციფიკური ნიშან-თვისებები გააჩნია. ეს სპეციფიკა მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჯარი წარმოადგენს ძალოვან სტრუქტურას და მისი მართვა სამეთაურო-მბრძანებლურ პრინციპებზეა აგებული.  

სამხედრო ქვედანაყოფის მართვის პროცესი მრავალფეროვან და რთულ მოვლენას წარმოადგენს, რომელიც მოიცავს ტრადიციული და სპეციფიური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციების მეთოდებისა და საშუალებების ერთობლიობას. ქვედანაყოფის მეთაური, როგორც მისი მთავარი ორგანიზატორი და მასზე ძირითადი პასუხისმგებელი პირი, გადამწყვეტ როლს ასრულებს მის დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურაში სწორი და ეფექტური კომუნიკაციების ჩამოყალიბების პროცესში. ეს ეხება კომუნიკაციების როგორც ჰორიზონტალურ ასევე ვერტიკალური ქსელს.

აქედან გამომდინარე, მეთაურის მიერ კომუნიკაციების მეთოდების შესწავლა და სრულყოფილი ფლობა წარმოადგენს ქვედანაყოფის ეფექტური მართვის ერთერთ გადამწყვეტ პირობას. შესაბამისად, ამოცანით მართვა, როგორც კომუნიკაციის განსხვავებული ფორმა, პირდაპირ საჭიროებს მეთაურის შესაბამის კვალიფიკაიასა და გამოცდილებას.

ძირითადი ნაწილი.

შიდა და გარე კომუნიკაცია წარმოადგენს ქვედანაყოფის ფუნქციონირების ძირითად სახეობას. სწორედ კომუნიკაციური მეთოდები და საშუალებები განსაზღვრავენ ქვედანაყოფის ყოველდღიური ცხოვრების სრულ სპექტრს, დაწყებული დღის განრიგით და დამთავრებული საბრძოლო წვრთნით. კომუნიკაცია გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც მშვიდობიანობის, ასევე ომიანობის დროს. კომუნიკაციის მეშვეობით მიმდინარეობს ქვედანაყოფის მართვა, მისი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და თითოეული წევრის საბრძოლო შესაძლებლობების განვითარება.

ვერბალური (ზეპირი) კომუნიკაცია

აღსანიშნავია, რომ ქვედანაყოფში არსებული კომუნიკაცია პირდაპირ განსაზღვრავს პირადი შემადგენლობის ორგანიზებულობისა და შერწყმულობას, უპირველეს ყოვლისა, კოლექტივიზმისა და საერთო პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავებას, რაც გადამწტვეტია მისი ეფექტური ფუნქციონირებისათვის.

სწორედ კომუნიკაციის მეთოდები განსაზღვრავენ ქვედანაყოფში შესაბამისი მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის ჩამოყალიბებას, რომელიც წარმოადგენს ყველაზე ძლიერ შიდა სტიმულს სამხედრო მოსამსახურეებისათვის მათ წინაშე დასმული ამოცანების შესრულებისას.

ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, რომ მეთაური, რომელიც ფლობს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის მეთოდებს, ახერხებს დაქვემდებარებულ ქვედანაყოფში დადებითი მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნას, რომელშიც დომინირებენ ჯგუფური ინტერესები, ურთიერთმხარდაჭერა და სიძნელეების გადალახვისადმი მზადყოფნა. ეს საბოლოო ჯამში აყალიბებს ქვედანაყოფში მაღალ შეგნებულ დისციპლინას, რომელიც დამყარებულია არა ძალდატანებაზე, არამედ დაკისრებული ამოცანის შესრულების აუცილებლობის შეგნებაზე. ამისი ნათელი მაგალითია ძველი რომის გამოჩენილი სარდლის იულიუს კეისრის მოღვაწეობა, რომელიც დაწვრილებით იცნობდა თითქმის ყველა ჯარისკაცის თვისებებსა და პრობლემებს, ყოველთვის გაგებით ეპყრობოდა მათ და მათთან ერთად იზიარებდა ყველა გაჭირვებას. ამის შედეგად კეისარმა მიაღწია დაქვემდებარებულ ლეგიონებში უდიდეს მოტივაციას და უმკაცრეს დისციპლინას, რომელშიც გადამწყვეტი როლი ეკუთვნოდა არა სამხედრო-იერარქიული სამართლებრივ მორჩილებას, არამედ ჯარისკაცების მიერ არსებული აუცილებლობის შეგნებას.

ვერბალური (წერილობითი) კომუნიკაცია.

აღსანიშნავია, რომ ქვედანაყოფის ამოცანით მართვაში მეთაური ხელმძღვანელობს სწორედ ქვეშევრდომების ინიციატივის მაქსიმალურ წახალისების პრინციპით. ამისათვის იგი მიმართავს წერილობითი კომუნიკაციების ყველა საშუალებას, რომელლთა შორის გამოირჩევა:

-          ოპერატიული ბრძანებები, სადაც დასახულია დასმული ამოცანის ფარგლებში ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის ინციატივისა და გადაწყვეტილების მიღების მიმართულებები;

-          სამადლობელი და წამახალისებელი წერილები კონკრეტული ჯარისკაცის ან ჯგუფის დამსახურების აღნიშვნით;

-           შესაბამისი  საშტაბო დოკუმენტაცია, სადაც ასახულია ამოცანის შესრულების დროს პირადი შემადგენლობის მიერ გამოჩენილი ინიციატივისა და შედეგების მაგალითები.

კვლავ შეგვიძლია მოვიყვანოთ იულიუს კეისრის მაგალითი, რომელიც ყოველ ბრძანებაში აუცილებლად მოიხსენიებდა წარჩინებული ქვედანაყოფის მეთაურებსა და მეიმრებს, მათ მიერ გამოჩენილ სიმამაცესა და ინიციატივას. ამასთანავე კეისარი რომში სენატის სახელზე გაგზავნილ მოხსენებებეშიც საჭიროდ თვლიდა გამორჩეული მეომრების მოხსენიებას და მათ შესაბამის დაფასებას. კეისარი ასევე წერილობითი სახით ატყობინებდა წარჩინებული მეომრებისა და ქვედანაყოფის დამსახურების შესახებ მათ ოჯახებსა და დასახლებულ პუნქტებს.

არავერბალური კომუნიკაცია.

მეთაურის მიერ ქვედანაყოფის მართვა არ შემოიფარგლება მხოლოდ უშუალო სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებითა და დაქვემდებარებული სტრუქტურის მართვით. კომუნიკაციების სრული სპექტრი ვერ მოთავცდება მხოლოდ წესდებებისა და დარიგეგების ფარგლებში. აქედან უმნიშვნელოვანესი არის მეთაურის ავტორიტეტი, რომელიც მოიპოვება როგორც ვერბალურუი, ასევე არავერბალური კომუნიკაციის მეთოდებით. ზემოაღნიშნული ვერბალური კომუნიკაციის მეთოდები განზოგადებულ ხასიათს ატარებენ. ამოცანით მართვის პროცესში ისინი საჭიროებენ ყოველ კონკრეტულ ქვედანაყოფზე მორგებასა და დეტალიზაციას.

ამასთანავე არავერბალური კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება ყოველთვის ატარებს კონკრეტულ ხასიათს და ორიენტირებულია კონკრეტულ ობიექტზე (ან ობიექტებზე). ჩვენს შემთხვევაში - ცალკეულ სამხედროზე ან სამხედრო კოლექტივზე.

ფაქტების მიუკერძოებელი ანალიზი ცხადყოფს, რომ სამხედრო ქვედანაყოფში მეთაურის მიერ არავერბალური კომუნიკაციის ყველაზე ძლიერი მეთოდს წარმოადგენს პირადი მაგალითი. მხოლოდ მეთაურის პირადი თვისებების უდავო დადებითობა უზრუნველყოფს მის მაღალ ავტორიტეტს დაქვემდებარებულ პირად შემადგენლობას შორის. ეს ეხება არამხოლოდ სამხედრო ქვედანაყოდში მეთაურის საქმიანობას არამედ მის ცხოვრების საერთო წესს, მათ შორის სამსახურისაგან თავისუფალ დროს. მეთაური, რომელიც სიტყვითა და საქმით დაუყოვნებლივ იცავს საზოგადოებაში აღიარებულ იდეოლოგიურ და ზნეობრივ ფასეულობებს, წარმოადგენს სამხედრო კოლექტივისათვის ხარიზმატულ ფიგურას და ამის ხარჯზე მას გააჩნია ქვედანაყოფის მართვის ძლიერი უნარი. მეთაურის პირადი მაგალითი როგორც არავერბალური კომუნიკაციის საშუალება კრიტიკულ როლს თამაშოვს ამოცანით მართვის პროცესში, როდესაც ქვეშევრდომებთან პირდაპირი კონტაქტის შეფერხების შემთხვევაში ისინი თავისაუფლად იჩენენ პირად ინიციატივას, რადგან მეთაურის მაგალითის საფუძველზე დარწმუნებული არიან საკუთარი არჩევანის სისწორეში.

ამის მაგალითია ალექსანდრე მაკედონელი, რომელიც სამხედრო ლაშქრობების დროს მტკიცედ მისდევდა ძველ მაკედონიაში დაწესებულ ყველა რელიგიურ და ზნეობრივ ჩვევებს, უკაცრესად იცავდა მაკედონიის სამხედრო სამართლის წესებს და აღიარებდა მათ უზენაესობას საკუთარ სამეფო სტატუსზე. ეს იყო უძლიერესი მაგალითი და სტიმული მაკედონური ჯარისათვის.

არსებობს აზრი, რომ სამხედრო სტრუქტურა იმართება მბრძანებლური პრინციპით, ამიტომ ზედმეტი დაახლოვება ქვეშევრდომებთან შეასუსტებს სამხედრო დისციპლინას და უარყოფითად იმოქმედებს ქვედანაყოფის საბრძოლო შესაძლებლობებზე.

ეს მოსაზრება არ ასახავს პრობლემის ძირითადად ასპექტებს:

მეთაურის ავტორიტეტი ყალიბდება მისი პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობის, სამართლიანობისა და ჰუმანურობის საფუძველზე;

- მეთაურს გააჩნია სახელმწიფო სისტემის მიერ მინიჭებული უფროსის სამართლებრივი სტატუსი (სამხედრო წოდება, თანამდებობა, სამსახურებრივი უფლებამოსილებები);

- მეთაურს გააჩნია მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება, განსხვავება ასაკში, რაც განაპირობებს მის ლიდერულ როლს;

- პირადი შემადგენლობისაგან დისტანცირება იერარქიული პრინციპით საბოლოო ჯამში იწვევს შიდა კომუნიკაციის გათიშვას ქვედანაყოფში, რაც უარყოფითად მოქმედებს მის საბრძოლო შესაძლებლობებზე. განსაკუთრებით კრიზისისა და ომიანობის დროს. 

დასკვნა.

კომუნიკაცია წარმოადგენს ქვედანაყოფის არსებობისა და მოქმედების ქვაკუთხედს. ქვედანაყოფი, როგორც სამხედრო კოლექტივი, იმართება სწორედ კომუნიკაციის მეშვეობით. შესაბამისად, სწორი და ყოვლისმომცველი კომუნიკაცია არის ქვედანაყოფის ეფექტური მართვის საწინდარი.

ამოცანით მართვისას კომუნიკაცია კრიტიკულ ხასიათს იძენს, რადგან მეთაური განსაზღვრავს არამხოლოდ ნორმატიულ მოთხოვნებს, არამედ ეყრდნობა ქვეშევრდომთა შესაძლებლობების დამოუკიდებელ რეალიზაციას. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნად, რომ კომუნიკაციის მეთოდების ფლობა წარმოადგენს ამოცანით მართვის პროცესის ერთერთ ფუძემდებლურ პირობას.


ამოცანით მართვის პროცესში მეთაურისათვის კომუნიკაციების მეთოდების მნიშვნელობა


შესავალი.
სამხედრო ქვედანაყოფის მართვის პროცესი მრავალფეროვან და რთულ პროცესს წარმოადგენს, რომელიც მოიცავს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციების მეთოდებისა და საშუალებების ერთობლიობას. ქვედანაყოფის მეთაური, როგორც მისი მთავარი ორგანიზატორი და მასზე ძირითადად პასუხისმგებელი პირი, გადამწყვეტ როლს ასრულებს მის დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურაში სწორი და ეფექტური კომუნიკაციების ჩამოყალიბების პროცესში. ეს ეხება კომუნიკაციების როგორც ჰორიზონტალურ ასევე ვერტიკალური ქსელს.

აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების მეთოდების შესწავლა და სრულყოფილი ფლობა მეთაურისათვის წარმოადგენს ქვედანაყოფის ეფექტური მართვის ერთერთ გადამწყვეტ პირობას.

ძირითადი ნაწილი.
შიდა და გარე კომუნიკაცია წარმოადგენს ქვედანაყოფის ფუნქციონირების ძირითად ფორმას. სწორედ კომუნიკაციური მეთოდები და საშუალებები განსაზღვრავენ ქვედანაყოფის ყოველდღიური ცხოვრების სრულ სპექტრს, დაწყვებული დღის განრიგით და დამთავრებული საბრძოლო წვრთნით. კომუნიკაცია გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც მშვიდობიანობის, ასევე ომიანობის დროს. კომუნიკაციის მეშვეობით მიმდინარეობს ქვედანაყოფის მართვა, მისი საბღოლო მზადყოფნის სრულყოფა და თითოეული წევრის საბრძოლო შესაძლებლობების განვითარება.

ვერბალური (ზეპირი) კომუნიკაცია
აღსანიშნავია, რომ ქვედანაყოფში არსებული კომუნიკაცია პირდაპირ განსაზღვრავს პირადი შემადგენლობის ორგანიზებულობისა და შერწყმულობას, უპირველეს ყოვლისა, კოლექტივიზმისა და საერთო პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავებას, რაც გადამწტვეტია მისი ეფექტური ფუნქციონირებისათვის.

სწორედ კომუნიკაციის მეთოდები განსაზღვრავენ ქვედანაყოფში შესაბამისი მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის ჩამოყალიბებას, რომელიც წარმოადგენს ყველაზე ძლიერ შიდა სტიმულს სამხედრო მოსამსახურეებისათვის მათ წინაშე დასმული ამოცანების შესრულებისას.

ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, რომ მეთაური, რომელიც ფლობს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის მეთოდებს, ახერხებს დაქვემდებარებულ ქვედანაყოფში დადებითი მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნას, რომელშიც დომინირებენ ჯგუფური ინტერესები, ურთიერთმხარდაჭერა და სიძნელეების გადალახვისადმი მზადყოფნა. ეს საბოლოო ჯამში აყალიბებს ქვედანაყოფში მაღალ შეგნებულ დისციპლინას, რომელიც დამყარებულია არა ძალდატანებაზე, არამედ დაკისრებული ამოცანის შესრულების აუცილებლობის შეგნებაზე. ამისი ნათელი მაგალითია ძველი რომის გამოჩენილი სარდლის იულიუს კეისრის მოღვაწეობა, რომელიც დაწვრილებით იცნობდა თითქმის ყველა ჯარისკაცის თვისებებსა და პრობლემებს, ყოველთვის გაგებით ეპყრობოდა მათ და მათთან ერთად იზიარებდა ყველა გაჭირვებას. ამის შედეგად კეისარმა მიაღწია დაქვემდებარებულ ლეგიონებში უდიდეს მოტივაციას და უმკაცრეს დისციპლინას, რომელშიც გადამწყვეტი როლი ეკუთვნოდა არა სამხედრო-იერარქიული სამართლებრივ მორჩილებას, არამედ ჯარისკაცების მიერ არსებული აუცილებლობის შეგნებას.

ვერბალური (წერილობითი) კომუნიკაცია.
აღსანიშნავია, რომ ქვედანაყოფის ამოცანით მართვაში მეთაური ხელმძღვანელობს სწორედ ქვეშევრდომების ინიციატივის მაქსიმალურ წახალისების პრინციპით. ამისათვის იგი მიმართავს წერილობითი კომუნიკაციების ყველა საშუალებას, რომელლთა შორის გამოირჩევა:
- ოპერატიული ბრძანებები, სადაც დასახულია დასმული ამოცანის ფარგლებში ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის ინციატივისა და გადაწყვეტილების მიღების მიმართულებები;
- სამადლობელი და წამახალისებელი წერილები კონკრეტული ჯარისკაცის ან ჯგუფის დამსახურების აღნიშვნით;
- შესაბამისი  საშტაბო დოკუმენტაცია, სადაც ასახულია ამოცანის შესრულების დროს პირადი შემადგენლობის მიერ გამოჩენილი ინიციატივისა და შედეგების მაგალითები.

კვლავ შეგვიძლია მოვიყვანოთ იულიუს კეისრის მაგალითი, რომელიც ყოველ ბრძანებაში აუცილებლად მოიხსენიებდა წარჩინებული ქვედანაყოფის მეთაურებსა და მეიმრებს, მათ მიერ გამოჩენილ სიმამაცესა და ინიციატივას. ამასთანავე კეისარი რომში სენატის სახელზე გაგზავნილ მოხსენებებეშიც საჭიროდ თვლიდა გამორჩეული მეომრების მოხსენიებას და მათ შესაბამის დაფასებას. კეისარი ასევე წერილობითი სახით ატყობინებდა წარჩინებული მეომრებისა და ქვედანაყოფის დამსახურების შესახებ მათ ოჯახებსა და დასახლებულ პუნქტებს.

არავერბალური კომუნიკაცია.
მეთაურის მიერ ქვედანაყოფის მართვა არ შემოიფარგლება მხოლოდ უშუალო სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებითა და დაქვემდებარებული სტრუქტურის მართვით. კომუნიკაციების სრული სპექტრი ვერ მოთავცდება მხოლოდ წესდებებისა და დარიგეგების ფარგლებში. აქედან უმნიშვნელოვანესი არის მეთაურის ავტორიტეტი, რომელიც მოიპოვება როგორც ვერბალურუი, ასევე არავერბალური კომუნიკაციის მეთოდებით. ზემოაღნიშნული ვერბალური კომუნიკაციის მეთოდები განზოგადებულ ხასიათს ატარებენ. ამოცანით მართვის პროცესში ისინი საჭიროებენ ყოველ კონკრეტულ ქვედანაყოფზე მორგებასა და დეტალიზაციას.

ამასთანავე არავერბალური კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება ყოველთვის ატარებს კონკრეტულ ხასიათს და ორიენტირებულია კონკრეტულ ობიექტზე (ან ობიექტებზე). ჩვენს შემთხვევაში - ცალკეულ სამხედროზე ან სამხედრო კოლექტივზე.

ფაქტების მიუკერძოებელი ანალიზი ცხადყოფს, რომ სამხედრო ქვედანაყოფში მეთაურის მიერ არავერბალური კომუნიკაციის ყველაზე ძლიერი მეთოდს წარმოადგენს პირადი მაგალითი. მხოლოდ მეთაურის პირადი თვისებების უდავო დადებითობა უზრუნველყოფს მის მაღალ ავტორიტეტს დაქვემდებარებულ პირად შემადგენლობას შორის. ეს ეხება არამხოლოდ სამხედრო ქვედანაყოდში მეთაურის საქმიანობას არამედ მის ცხოვრების საერთო წესს, მათ შორის სამსახურისაგან თავისუფალ დროს. მეთაური, რომელიც სიტყვითა და საქმით დაუყოვნებლივ იცავს საზოგადოებაში აღიარებულ იდეოლოგიურ და ზნეობრივ ფასეულობებს, წარმოადგენს სამხედრო კოლექტივისათვის ხარიზმატულ ფიგურას და ამის ხარჯზე მას გააჩნია ქვედანაყოფის მართვის ძლიერი უნარი. მეთაურის პირადი მაგალითი როგორც არავერბალური კომუნიკაციის საშუალება კრიტიკულ როლს თამაშოვს ამოცანით მართვის პროცესში, როდესაც ქვეშევრდომებთან პირდაპირი კონტაქტის შეფერხების შემთხვევაში ისინი თავისაუფლად იჩენენ პირად ინიციატივას, რადგან მეთაურის მაგალითის საფუძველზე დარწმუნებული არიან საკუთარი არჩევანის სისწორეში.

ამის ნიმუშია ალექსანდრე მაკედონელი, რომელიც სამხედრო ლაშქრობების დროს მტკიცედ მისდევდა ძველ მაკედონიაში დაწესებულ ყველა რელიგიურ და ზნეობრივ ჩვევებს, უკაცრესად იცავდა მაკედონიის სამხედრო სამართლის წესებს და აღიარებდა მათ უზენაესობას საკუთარ სამეფო სტატუსზე. ეს იყო უძლიერესი მაგალითი და სტიმული მაკედონური ჯარისათვის.

დასკვნა.
კომუნიკაცია წარმოადგენს ქვედანაყოფის არსებობისა და მოქმედების ქვაკუთხედს. ქვედანაყოფი, როგორც სამხედრო კოლექტივი, იმართება სწორედ კომუნიკაციის მეშვეობით. შესაბამისად, სწორი და ყოვლისმომცველი კომუნიკაცია არის ქვედანაყოფის ეფექტური მართვის საწინდარი.

ამოცანით მართვისას კომუნიკაცია კრიტიკულ ხასიათს იძენს, რადგან მეთაური განსაზღვრავს არამხოლოდ ნორმატიულ მოთხოვნებს, არამედ ეყრდნობა ქვეშევრდომთა შესაძლებლობების დამოუკიდებელ რეალიზაციას. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნად, რომ კომუნიკაციის მეთოდების ფლობა წარმოადგენს ამოცანით მართვის პროცესის ერთერთ ფუძემდებლურ პირობას.

ყარაბაღის ომი 2020

  ·          პრეამბულა. 2020 წლის 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში, რომელიც წარმოადგენს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ტერიტორიული კუთვნილ...