I. გეოპოლიტიკური გარემო.
თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები მთელი
რიგი
თავისებურებებით
ხასიათდება.
გლობალიზაციამ შეუქცევადი ხასიათი
მიიღო
და
სულ
უფრო
ღრმად
აღწევს
სოციალურ–ეკონომიკურ,
სახელმწიფოებრივ–პოლიტიკურ,
ეთნიკურ–კულტურულ
სფეროებში.
ყოველივე ეს მთელი ძალისხმევით მოქმედებს საქართველოზე და სერიოზულ
ზეგავლენას
მოახდენს
მის
აწმყოსა
და
მომავალზე.
საუკუნეების მანძილზე მრავალ ჭირ-ვარამს გამოვლილ ქართველ ერს საკუთარი სავსებით ახალ პირობებში სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად საჭიროა სწორი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკის შემუშავება.
ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა განისაზღვროს ჩვენი ქვეყნის
წინაშე
მდგომი
საფრთხეები
და
პრიორიტეტები.
საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის შეფასებისას
ტრადიციულად
გამოიყენება
სამი
ძირითადი
განმსაზღვრელი
პრინციპი:
1. საქართველო კავკასიის გეოსტრატეგიულ სივრცეში.
კავკასია თავისი სოციალური, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნებით მსოფლიოში ერთერთ
ურთულეს
რეგიონს
წარმოადგენს. ტომთა კავშირის ხანიდან საქართველოს უწევდა ამ რთულ გარემოში გაადრჩენა და განვითარება. აღსანიშნავია, რომ ათასწლეულების
მანძილზე
ქართველმა
ერმა
მოახერხა
თავისი
თვითმყოფადობის
შენარჩუნება.
ჩვენი
ქვეყანა
მდებარეობს
კავკასიის
შუაგულში
და
სწორედ
საქართველოა
ის
ხიდი,
რომელიც
აერთიანებს
ევროპასა
და
აზიას.
სრულფასოვნად
ეს
ფაქტორი
გამოვლინდა
დავით
აღმაშენებლის
დროს,
როდესაც
საქართველოს
ტერიტორია
მოიცავდა
მთელ
სივრცეს
შავი
და
კასპიის
ზღვებს
შორის.
ამრიგად,
საქართველო
არის
კავკასიაში
მიმდინარე
პროცესების
გადამწყვეტი
სუბიექტი
და
სწორედ
ამით
აიხსნება
ის
ინტერესი,
რომელიც
მის
მიმართ
ჰქონდათ
ათასწლეულების
მანძილზე
სხვადასხვა
სახის
დამპყრობელს.
2. საქართველო ევროპასა და აზიის გამმიჯნავ სივრცეში.
კავკასიაში ათასწლეულების მანძილზე განვითარებულმა
დაპირისპირებამ
ჩრდილოეთ–სამხრეთსა
და
დასავლეთ–აღმოსავლეთის
შორის,
მე-20
საუკუნის
დამლევს
ახალი
თავისებურებები
შეიძინა.
აღნიშნული
მოვლენა
ვერ
იქნა
თავის
დროზე
შემჩნეული
და
სწორად
შეფასებული
ქართული
საზოგადოებრივ–პოლიტიკური
ელიტის
მიერ,
რამაც
ქვეყნის
განვითარებას
ბოლო
ოცი
წლის
მანძილზე
უმძიმესი
დაღი
დაადო.
საგულისხმოა, რომ მიმდინარე
საუკუნის
პირველ
ათწლეულში
გამოკვეთილი
ჩრდილოეთ–სამხრეთის
დაპირისპირების
ახალი
ძალით
გაღვივება
ასევე
რჩება
ჩვენი
საზოგადოების
ყურადღების
მიღმა
და
ქვეყანას
გარდაუვალი
პრობლემების
წინაშე
აყენებს.
დღეს გლობალურ ასპარეზზე მკვეთრად გამოიხატა ძალის ექვსი სართაშორისო ცენტრი:
- აშშ და დასავლეთ ევროპა. ამ ძალის ცენტრს მსოფლიოში სერიოზული, მაგრამ შესუსტებული ეკონომიკური, სამხედრო–პოლიტიკური
და
იდეოლიგიური
უპირატესობა
გააჩნია
დანარჩენ
მსოფლიოს
წინაშე.
- ისლამური სამყარო. კონფესიური და მნიშვნელოვანი დემოგრაფიული რესურსების
მიუხედავად
ისლამური
სამყარო
დღეს
თავისი
ზეგავლენით
მსოფლიოში
ძალის
მეორე
ცენტრად
რჩება.
მისი
მოსახლეობა
მილიარდზე
მეტს
აღემატება,
მის
ქვეყნებს
უკავიათ
ევრაზიასა
და
აფრიკაში
საკვანძო
რეგიონები,
სწორედ
აქ
არის
თავმოყრილი
პლანეტის
ბუნებრივი
რესურსების
ძირითადი
მარაგი.
– ძალის მესამე ცენტრს წარმოადგენს კონფუციანური სამყარო (ინდოეთი,
ჩინეთი,
აღმოსავლური
აზია).
ამ
რეგიონში
თავმოყრილია
მსოფლიოში
ყველაზე
სწრაფად
მზარდი
ეკონომიკა,
ორ
მილიარდზე
მეტი
მოსახლეობა,
ბირთვული
პოტენციალი.
– ძალის მეოთხე ცენტრია რუსეთი. მდიდარი ბუნებრივი რესურსები, უკიდეგანო ტერიტორია, სამხედრო პოტენციალი და რუსეთის აღმავლობის მთავარი პირობა – ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლება.
– ძალის მეხუთე ცენტრი – აფრიკა. თავისი დაქსაქსულობისა და სიღარიბის
მიუხედავად
ამ
რეგიონს
გააჩნია
ადამიანური
რესურსებისა
და
ბუნებრივი
მადნეულის
სახით
უზარმაზარი
ეკონომიკური
პოტენციალი.
უკანასკნელი
ორასი
წლის
მანძილზე
აფრიკა
ევროპის
ეკონომიკური
და
სამხედრო-პოლიტიკური
ექსპანსიის
ქვეშ
იმყოფებოდა.
21–ე
საუკუნის
20–40–იან
წლებში
გლობალიზაცია
და
ევროპის
ზეგავლენის
დაქვეითება
გახდებიან
ამ
რეგიონის
სრულიად
თავისებური
გზით
განვითარების
წინაპირობები.
– ძალის მეექვსე ცენტრი – ლათინური ამერიკა. რეგიონს გააჩნია დიდძალი ადამიანური და ბუნებრივი რესურსები.
საგულისხმოა, რომ საქართველო
მდებარეობს
ჩამოთვლილთაგან
პირველი
ოთხი
ძალის
გეოპოლიტიკური
ინტერესების
არეში,
ხოლო
უახლოეს
მომავალში
გლობალიზაციის
წყალობით
მათ
დანარჩენი
ორი
ძალის
ზეგავლენაც
დაემატება.
ფაქტია რომ საქართველოს ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემო სამუდამოდ
წარსულს
ბარდება.
საქართველოს
მოუწევს
ურთიერთობა
არა
ერთ
ან
ორ
სახელმწიფოსთან,
როგორც
საუკუნეების
მანძილზე
იყო,
არამედ
მთელ
მსოფლიოსთან.
სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი გეოპოლიტიკური
გარემოს
მესამე
განმსაზღვრელი
პრინციპი.
3. საქართველო განსხვავებული კულტურებისა და სუბკულტურების
მიჯნაზე.
ერის თვითმყოფადობა ეფუძნება მის ენას,
მამულსა
და
სარწმუნოებას.
სწორედ
ამ
სამ
ფაქტორზეა
აგებული
ერის
სულიერი
და
ბიოლოგიური
სიცოცხლისუნარიანობა.
ათასგვარი
უცხო
ეთნიკურ–კულტურული
ფაქტორების
ზეგავლენის
პირობებში
საქართველოს
ესაჭიროება
მკვეთრი
ინფორმაციული
და
დემოგრაფიული
უსაფრთხოების
პრიორიტეტების
ჩამოყალიბება.
ასეთია გეოპოლიტიკური გარემოს ზოგადი
მონახაზი,
რომლის
ფარგლებში
საქართველოს
მოუწევს
უახლოესი
ათწლეულების
მანძილზე
ადგილის
გამოძებნა
და დამკვიდრება.
II. საფრთხეები და პრიორიტეტები.
სავსებით ახალი პირობები საქართველოს ახალი ტიპის საფრთხეებისა და პრიორიტეტების
წინაშე
აყენებს.
საჭიროა
მათი
ზოგადი
ასპექტების
განსზღვრა
მაინც,
რათა
ჩვენმა
საზოგადოებამ
შეიმუშავოს
მიმდინარე
პროცესებზე
სწორი
ხედვა
და
საკუთარი
ინტერესების
დაცვის
სწორი
მიმართულება.
- შიდა საფრთხეები და პრიორიტეტები.
პრიორიტეტი – არსებული რესურსებისა
და
თანამედროვე
ტექნოლოგიების
ბაზაზე
მოსახლეობის
შრომისუნარიანი
ნაწილის
დასაქმება
მრეწველობისა
და
სოფლის
მეურნეობის
დარგებში.
2. საფრთხე – მოსახლეობის მასობრივი ემიგრაცია საზღვარგარეთ, დემოგრაფიული სიტუაციის
მკვეთრი
გაუარესება.
პრიორიტეტი – უმუშევრობის აღმოფხვრა,
სტაბილური
ეკონომიკური
სიტუაციისა
და
მოსახლეობის
მზარდი
შემოსავლის
უზრუნვველყოფა
გახდება
საქართველოში
ქართველების
დაბრუნების
მთავარი
ფაქტორი.
3. საფრთხე – სულიერი ფასეულობების დაკნინება, ეროვნული
ადათ–წესებისადმი
ინტერესის
შემცირება.
პრიორიტეტი – ქართული მართლმადიდებელი
ეკლესიის
დახმარებითა
და
წინამძღოლობით
მოსახლეობაში
ეროვნული
სულისქვეთებისა
და
ღირსების
აღორძინება,
დაჩაგრულობის
სინდრომის
განდევნა.
4. საფრთხე – საერთაშორისო მიგრაციისა და თანამედროვე
ტექნოლოგიების
მეშვეობით
უცხოური
კულტურების
ექსპანსია,
ქართულ
საზოგადოებაში
უცხო
სულიერი
და
ზნეობრივი
იმპერატივების
შემოსვლა.
პრიორიტეტი – ქართულ მართლმადიდებელი
ეკლესიის
წინამძღოლობით
ეროვნული
ფასეულობების
დაცვის
მტკიცე
სახელმწიფო
პოლიტიკის
გატარება.
5. საფრთხე – მოსახლეობის რაოდენობის შემცირება, უარყოფითი დემოგრაფიული ტენდენციები.
პრიორიტეტი – დროში და დარგობრივად
დეტალურად
გაწერილი
შობადობის
გაზრდის
პოლიტიკა,
ახალგაზრდა
ოჯახების
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
დაფინანსება.
- საგარეო საფრთხეები და პრიორიტეტები.
პრიორიტეტი – უშუალოდ ამ რეგიონების
მოსახლეობასთან
დიალოგი,
პრობლემების
გადაჭრის
საერთო
გზების
გამოძებნა.
2. საფრთხე – სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტი. საქართველოში
ცხოვრობს
ასობით
ათასი
სომეხი
და
აზერბაიჯანელი
და
მათი
საქართველოს
ტერიტორიაზე
დაპირისპირება,
ლტოლვილების
ნაკადებთან
ერთად
ძალიან
მძიმე
მდგომარეობაში
ჩააგდებს
ქართულ
სახელმწიფოს.
პრიორიტეტი – ორივე ხალხთან
ურთიერთობების
ისტორიული
გამოცდილების
საფუძველზე
მაქსიმალურად
ზომიერი
და
შემრიგებლური
პოლიტიკის
გატარება.
საქართველოში
მცხოვრები
სომხებსა
და
აზერბაიჯანელებს
შორის
ყოველგვარი
დაპირისპირების
საბაბის
აღმოფხვრა.
3. საფრთხე – ომი რუსეთთან. 2008 წლის აგვისტოს
კატასტროფის
შედეგები
მთელი
ძალით
გამოვლინდება
რამოდენიმე
ათწლეულის
შემდეგ.
გაცილებით
უფრო
უარესია
ის,
რომ
ომის
საფრთხე
დღესაც
არსებობს
და
მისი
შედეგები
გაცილებით
უფრო
მძიმე
იქნება.
პრიორიტეტი – რუსეთთან მაქსიმალურად
ფრთილი
და
შორსმჭვრეტელი
პოლიტიკის
გატარება.
ეროვნული
ფასეულობების
საფუძველზე
მოლაპარაკებების
გზით
საქართველოს
რეგიონების
დეოკუპაცია.
4. საფრთხე – საქართველოს ნეგატიური აღქმა ისლამურ სამყაროში. საქართველოს ჩართულობამ აშშ–სა და ნატო–სთან მიერ წარმოებულ საერთაშორისო ტერორიზმთან პროგრესულ
ბრძოლაში
გამოიწვია
ისლამურ
სამყაროში
საქართველოსადმი
ცალმხრივი
დამოკიდებულობის
ჩამოყალიბება.
ამან
შესაძლოა,
ათწლეულების
მანძილზე
დაადოს
უარყოფითი
დაღი
საქართველოს
ურთიერთობას
აღმოსავლეთთან
და
საერთაშორისო
ვითარების
შეცვლისთანავე
ძალიან
სერიოზული
საფრთხე
შეუქმნას
ქვეყანას.
პრიორიტეტი – მაქსიმალურად ფართო
ეკონომიკური,
პოლიტიკური
და
კულტურული
ურთიერთობების
დამყარება
ისლამურ
სამყაროსთან,
იქაურ
საზოგადოებაში
საქართველოს
დადაებითი
სახის
ჩამოყალიბება.
5. საფრთხე – ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტის
გაღვივება.
დასავლეთის
დაპირისპირება
სირიასა
და
ირანთან
შესაძლოა
ფართომასშტაბიან
ომში
გადაიზარდოს
და
მიიღოს
გლობალური
ხასიათი.
ასეთ
შემთხვევაში
საქართველო
პირდაპირი
სამხედრო
და
მიგრაციული
ფაქტორების
ზეწოლის
ქვეშ
აღმოჩნდება.
პრიორიტეტი – გაწონასწორებული საგარეო
პოლიტიკა,
ეროვნული
ინტერესების
მტკიცე
დაცვა.
6. საფრთხე – საერთაშორისო ტერორიზმი.
პრიორიტეტი – ტერორიზმთან მებრძოლ
წამყვან
საერთაშორისო
სტრუქტურებში
გაწევრიანება,
მათი
გამოცდილების
გაზიარება
და
შესწავლა.
7. საფრთხე – ეკოლოგიური და კლიმატური ცვლილებები.
პრიორიტეტი – საქართველოს შიდა პოტენციალზე
დაყრდნობით
სავარაუდო
ნეგატიური
პროცესების
დაძლევა.
შავი
ზღვის
დონის
სავარაუდო
ცლილებების
გათვლა
და
შესაბამისი
მოსამზადებელი
სამუშაოების
ჩატარება.
8. საფრთხე – ენერგეტიკული კრიზისი.
პრიორიტეტი – საქართველოს გააჩნია
საკმარისი
ჰიდრორესურსები
ნებისმიერი
სახის
ენერგეტიკული
მოთხოვნების
დასაკმაყოფილებლად.
საჭიროა
არსებული
პოტენციალის
სრული
და
ზუსტი
განსაზღვრა,
სხვადასხვა
სახის
კრიზისულ
ვითარებაზე
გათვლა
და
სარეზერვო
სიმძლავრეების
შექმნა.
III. საქართველოს პერსპექტივები.
დღევანდელ სწრაფცვალებად მსოფლიოში ძალზე
ძნელია
სიტუაციის
განვითარების
მეტ–ნაკლებად
ზუსტი
პროგნოზირება
თუნდაც
მოკლე
პერსპექტივაში.
აქედან
გამომდინარე
შესაძლოა
მხოლოდ
ზოგადი
მონახაზის
გაკეთება.
მიმდინარე საუკუნის პირველნახევარში გაიზრდება და გაღრმავდება
გლობალიზაციის
პროცესები.
სულ
უფრო
შემცირდება
სავიზო
რეჟიმი
სახელმწიფოებს
შორის.
კავკასიაში
მჭიდროდ
მოიკიდებენ
ფეხს
ევრაზიული
ეკონომიკური
და
პოლიტიკური
სტრუქტურები.
გაიზრდება ისლამური სამყაროს როლი რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე. საქართველოს
მოუწევს
ამ
სამყაროსთან
სულ
უფრო
დახვეწილი
და
მოქნილი
პოლიტიკის
გატარება.
გაიზრდება რუსეთის როლი მსოფლიო პროცესებში და მისი ზეგავლენა კავკასიაზე. რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს დიალოგის
ალტერნატივა
არ
გააჩნია.
არსებობს ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური რუკის
ძირფესვიანი
შეცვლის
საფრთxxე, რაც აუცილებლად
იქონიებს
ზეგავლენას
საქართველოზე.
საქართველოს
მთავრობას
ასეთ
შემთხვევაში
შესაძლოა,
მოუწიოს
ქვეყნის
ინტერესების
დაცვა
როგორც
მშვიდობიანი
ასევე
სამხედრო
საშუალებებით.
საერთაშორისო განვითარების ეკონომიკური,
პოლიტიკური
და
კულტურული
ტენდენციები
აშკარად
მოასწავებენ
რომ
მომავალი
ათწლეულები
იქნებიან
ძალზედ
რთული
მთელი
მსოფლიოსათვის.
საქართველოს
მოუწევს
ამ
სირთულეებისადმი,
უპირველეს
ყოვლისა,
შიდა
რესურსების
საფუძველზე
თავის
გართმევა.
No comments:
Post a Comment