Wednesday, February 11, 2015

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტები

•         I. ეროვნული უსაფრთხოების მცნება და მნიშვნელობა.

ეროვნული უსაფრთხოება ქვეყნის არსებობის ქვაკუთხედია.

არსებობს ეროვნული უსაფრთხოების მრავალი განმსაზღვრავი მცნება. ყველა მათთაგანი შესაძლოა შეჯამებულ იქნას როგორც საზოგადოების არსებობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების ერთობლიობა.

სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა განისაზღვრება უპირველეს ყოვლისა, ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების საფუძველზე. არსებული ვითარებიდან გამომდინარე ეს პრიორიტეტები შესაძლოა ორ დიდ ჯგუფად დაიყოს.

– მუდმივი პრიორიტეტები ანუ ეროვნული ინტერესები და ფასეულობები

– გარდამავალი პრიორიტეტები ანუ ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფის ხერხები და საშუალებები.

საქართველოს ისტორია სწორედ ამ ორი რარიტეტის ურთიერთკავშირის ფარგლებში განვითარდა.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მუდმივ პრიორიტეტებს განეკუთვნებიან:

– ენა – მეტყველების უნარი და ერის სულის მატარებელი

– მამული – ერის არსებობის ისტორიულად შემოფარგლული არეალი

– სარწმუნოება – ერის სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობის, სულიერი და მატერიალური კულტურის საფუძველი.

მხოლოდ ამ სამი ფაქტორის ერთობლიობა და ურთიერთშერწყმა უზრუნველყოფს ერის სახელმწიფოებრივ ძლიერებასა და სიცოცხლისუნარიანობას.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარადამავალ პრიორიტეტებს წარმოადგენენ:

– ეკონომიკური აღწარმოება

– სამეცნიერო–ტექნიკური პროგრესი

– საგარეო პოლიტიკა

ამ გარდამავალ ფაქტორებს ერთნაირი ძალით შეუძლიათ ქვეყნის როგორც აშენება ასევე დანგრევა. სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა ისტორიის ნებისმიერ ეტაპზე ამ ცვალებადი ფაქტორების ერის სამსახურში ჩაყენება.

II. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების თავისებურებები.

  • ორიენტაცია საკუთარ ძალებზე, მოკავშირეთა არქონა.

სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოს დასაბამიდანვე უწევდა მხოლოდ საკუთარი ძალებით შიდა და გარე სირთულეებისათვის თავის გართმევა. ეს ეხებოდა ქვეყნის ცხოვრების ყველა მხარეს: სახელმწიფოებრივს, ეკონომიკურს, კულტურულს, კონფესიონალურს.

ჩვენი ისტორიის მძიმე გამოცდილებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყველაზე მკაფიოდ ორიენტაცია საკუთარ ძალებზე გამოიხატებოდა და გამოიხატება სამხედრო–პოლიტიკურ სფეროში. არსებითად, სწორედ სამხედრო–პოლიტიკურ ასპარეზზე განვითარებული მოვლენები წყვეტდნენ ქვეყნის მომავალს.

ამის საუკეთესო დასტურია ქართულ მიწა–წყალზე გარე შემოსევების ქრონოლოგია ჯერ კიდევ ტომთა კავშირების დროიდან მოყოლებული. ყოველ თავდასხმას საქართველო მხოლოდ საკუთარი ძალებით უმკლავდებოდა.

საგულისხმოა, რომ საქართველომ სახელმწიფოებრივი ზეობის ხანაში ყველაზე დიდი გამარჯვება დიდგორის ველზე მოიპოვა მხოლოდ თავისი ძალებით. ყივჩაღთა, ოსთა და ევროპელი ჯვაროსნების მცირერიცხოვანი რაზმები ბრძოლაში ჩაერთვნენ მხოლოდ მაშინ როცა მისი ბედი გადაწყვეტილი იყო. ბრძოლის მთავარი სიმძიმე ქართველებმა იტვირთეს.

ისტორიულ სარბიელზე მარტოდ ყოფნამ თავისი ნიშანი დაადო ქართულ სამხედრო ტაქტიკას, პოლიტიკასა და დიპლომატიას. ქართველებმა ოდითგანვე გამოიმუშავეს ქვეყნის გადარჩენისათვის ხელთარსებული ყველა ხერხისა და საშუალების გამოყენების უნარი.

  • მუდმივი საფრთხე სასიცოცხლო ინტერესებისადმი.


საქართველოს გეოპოლიტიკური რეალობის ერთერთი თავისებურება მდებარეობს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებისადმი პერმანენტულ საფრთხეში.

ქართული სახელმწიფოებრიობის ოცდახუთსაუკუნოვან ისტორიაში მეტ–ნაკლები მშვიდობიანობის ხანაზე მხოლოდ ორი არასრული საუკუნე მოდის (XI საუკუნის ბოლო - XIII საუკუნის დასაწყისი). ფაქტირურად, საქართველოს მხოლოდ დავით აღმაშენებილს ეპოქიდან თამარ დიდის ხანამდე მიეცა თავისუფლად განვითარებისა და შიდა პოტენციალის გამოვლენის საშუალება.

აღსანიშნავია ისიც, რომ გაუთავებელი ომები საქართვეროს მხრიდან მუდმივად თავდაცვითი ხასიათისა იყო. ეს სრულიად განასხვავებს საქართველოს ევროპისა და აზიის სხვა სახელმწიფოებისაგან, რომლებიც იმპერიული ამბიციებისა და ზეგავლენის სფეროებისათვის იბრძოდნენ.

ანუ, საქართველოს მუდმივად უწევდა ბრძოლა სასიცოცხლო ინტერესებს შორის უპირველესის – არსებობის უფლების – შესანარჩუნებლად.
– გარე მტრების მუდმივი სამხედრო–სახელმწიფოებრივი, ეკონომიკური და რიცხობრივი უპირატესობა.

ზემოაღნიშნულთან მჭიდრო კავშირში არის საქართველოს ძალებზე გარე მტრების ძალების მუდმივი სიჭარბე.

უკვე ხსენებული დიდგორის ომში, რომელიც საქართველოს სამხედრო ისტორიაში ქართველების ყველაზე ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა, ძალთა შეფარდება იყო 1:4 მოწინააღმდეგის სასარგებლოდ.

მტრის ძალების მუდმივმა სიჭარბემ ქვეყანა უმძიმესი გამოცდილების ქარცეცხლში გამოატარა და მისი არსებობა მრავალჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

  • მოსახლეობისა და ტერიტორიის სიმცირე.

ჩვენი ქვეყნის მუდმივი პრობლემაა მოსახლეობისა და ტერიტორიის სიმცირე. ოქროს ხანაშიც კი, როდესაც საქართველო გადაჭიმული იყო შავიდან კასპიის ზღვამდე, მისი ტერიტორია არ გასცდენია კავკასიის რეგიონის ფარგლებს, ხოლო მოსახლეობა (უცხოტომელთა ჩათვლით) 8–10 მილიონს შეადგენდა.

ამავე დროს საქართველოს უძველესი დროიდან უწევდა ბრძოლა ატლანტიკიდან შუამდინარეთამდე გაშლილ ათასწლოვან რომაულ იმპერიასთან, დასავლეთისა და აღმოსავლეთის მბრძანებელ ბიზანტიასთან, აფრიკაში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში გაბატონებულ არაბულ ხალიფატთან, აზიის უდიდესი ნაწილის მფლობელებთან – ირანსა და ოსმალეთთან.

მხოლოდ ეს მცირე ჩამონათვალი ცხადყოფს, თუ რა მძიმე ჟამი გამოიარა საქართველომ და რაოდენ დიდი სამხედრო, პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევა დასჭირდა ქართველ მეფეებს მათდამი ჩაბარებული ქვეყნის გადასარჩენად.

III. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტები თანამედროვე ეტაპზე.

პრიორიტეტების რეალური განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ არსებული მოთხოვნილებებისა და რესურსების საფუძველზე. პრობლემისათი ზოგადი მონახაზი უკვე მოცემულია ზემოთ. საჭიროა მისი თვისობრივად დახარისხება. თემის სირთულისა და სიფართოვის გამო მიზანშეწონილია მისი საკითხების გაშლა თეზისების სახით.

1. საზოგადოებრივ–პოლიტიკური უსაფრთხოება.

– თანამედროვე დემოკრატიულ სტანდარტებს მორგებული ქმედითუნარიანი სახელმწიფო აპარატი.

– დახვეწილი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება.

– შიდა და საგარეო ვექტორების მკვეთრი განსაზღვრა. ნეიტრალიტეტი როგორც საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი.

– ქვეყნის პოლიტიკური სისტემის, მმართველობის ტიპის განსაზღვრა.

2. ეკონომიკური უსაფრთხოება:

მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირებული, მაგრამ მისი მერყეობისა და კრიზისებისაგან დაცულიეკონომიკის შექმნა.

– ქვეყნის რესურსების საფუძველზე უახლესი ტექნიკითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჯანსაღი ეკონომიკური აღწარმოების სისტემის ჩამოყალიბება.

– მეტალურგიული მრეწველობის განვითარება.

– გადამამუშაველი მრეწველობის შექმნა.

– საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება.

– სოფლის მეურნეობის განვითარება.

– ტურიზმის განვითარება.

3. ფინანსური უსაფრთხოება

– ლარის კურსის უზრუნველყოფა,

– საერთაშორისო საფინანსო სტრუქტურებში ჩართვა

– საბანკო სექტორის განვითარება

4. საინფორმაციო უსაფრთხოება.

თანამედროვე ტექნოლოგიებმა მასობრივი ინფორმაცცის საშუალებებისა და სხვა საინფორმაციო კიმუნიკაციების არნახული განვითარება გამოიწვია. ფაქტიურად, საზოგადოება საინფორმაციო ექსპანსიის წინასე აღმოჩნდა.

დღევანდელ პირობებში ინფორმაციის ელექტრონული საშუალებების ყოვლიმომცველობამა და ხელმისაწვდომობამ გადამწყვეტი ინფორმაცცის მატარებლად უკვე არამხოლოდ და არაინდენად მას–მედიის საშუალებები, არამედ თითოეული ადამიანი აქცია.

უკანასკნელი ათი წლის მანძილზე საზოგადოების ცხოვრებაში ფართოდ შემოვიდნენ და დამკვიდრდნენ სოციალური ქსელები. ამ ქსელებმა ადამიანებს შორის დაკავშირებელი ფუნქციებით (ინფორმაცცის მოცულობითა და ურთიერთგაცვლის სისწარფით) ტრადიციულ ფოსტასა და ტელეფონს ბევრად გადააჭარბეს.

აშკარაა, რომ სოციალურმა ქსელებმა შეითავსეს მას–მედიის ფუნქციები და ხალხის ფართო მასების ძლიერ მამოძრავებელ ძალად იქცნენ.

ასეთ ვითარებაში საზოგადოების საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა განისაზღვრება შემდეგი მიმართულებებით:

– ეკონომიკისა და ენერგეტიკის ობიექტების, ინფრასტრუქტურის ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემების დაცვა.

– სოციალურ ქსელებში საქართველოს შესახებ ინფორმაციის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში კორექცია მას–მედიის მიერ.

5. უსაფრთხოება კიბერსივრცეში.

საზოგადოების კომპიუტერიზაციამ უკვე ყოვლისმომცველი ხასიათი მიიღო. წარმოებისა და მართვის მექანიკური და ანალოგური სისტემები მასიურად ჩაინაცვლებიან ციფრული პარამეტერბით. ეს ბევრად აილობს აღნიშნულ პროცესებს, მათი მაქსიმალური გართულებისა და დაჩქარების საშუალებას იძლევა. ამავე დროს, კომპიუტერიზებულ სისტემებს ადამიანის მონაწილეობა მინიმუმადე დაყავთ.

ამ სისტემების ნებისმიერ შეგნებულ ან შემთხვევით შეფერხებას შეიძლება უმძიმესი შედეგები მოჰყვეს და ტექნოლოგიურ კატასტროფაში გადაიზარდოს. ამის დასტურია მექსიკის ყურეში ნავთობის ჭაბურღილის დაზიანება და ავარია ფუკუსიმას ატომურ სადგურზე იაპონიაში.

კიბერსივრცეში უსაფრთხოება გულისხმობს ყურადღებას როგორც ინტერნეტში ჩართულ, ასევე ავტონომიურ კომპიუტერული სისტემების დაცვას მავნე ზეგავლენისაგან.

6. დემოგრაფია

საქართველოს ისტორიაში დემოგრაფიული საკითხი ყოველთვის განსაკუთრებული აქტუალობით გამოირჩეოდა.

გაუთავებელი თავდასხმები ერის არამცთუ რიცხობრივ ზრდას, არამედ მის ფიზიკურ არსებობას ემუქრებოდა. დროის შედარებით მცირე მონაკვეთში, რამოდენიმე თვიდან რამოდენიმე დღემდე, ქვეყანა ათი ათასობით ადამიანს კარგავდა დაღუპულთა და ტყვედ წაყვანილთა სახით.

ამ შემაძრწუნებელი მოვლენების აპოგეად გვევლინება XIII ს. დასაწყისში თბილისში დატრიალებული კატასტროფა, როდესაც ერთ დღეში ასი ათასი ქართველი დაიღუპა. არანაკლებ გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის თემურლენგის შემოსევები, რის გამოც ქვეყნის მთელი რეგიონები საუკუნეზე მეტი გაუკაცრიელებული იყო.

ამრიგად, საქართველოსათვის დემოგრაფიული პრობლემები უპირველეს ყოვლისა საგარეო საფრთხით იყო გამოწვეული.

დღეს შეიცვალა გარე საფრთხის არსი და ფორმები, მაგრამ იგი კვლავ გადამწყვეტ როლს თამაშობს დემოგრაფიულ მდგომარეობაში.

გლობალიზაციამ ადამიანთა მიგრაციას პლანეტარული ხასიათი მისცა. საქართველოსათვის ამ მხრიდან ორი საფრთხე ემუქრება.

– ქართული მოსახლეობის მასობრივი გადინება საზღვარგარეთ.

– არაქართველი მოსახლეობის მასობრივი შემოსვლა საქართველოში.

ორივე პრობლემის მოგვარებას ესაჭიროება მკვეთრად განსაზღვრული სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი და კულტურული ღონისძიებების კომპლექსს.

7. ნაციონალური საკითხი

ეთნიკური ტოლერანტობა ყოველთვის ტრადიციული იყო საქართველოსათვის. უძველესი დროიდან ქართულ მიწა–წყალზე ბინადრობდნენ ევროპული და აზიური წარმოშობის ტომები. პოლიეთნიკურობა იყო ქვეყნის ძლიერებისა და აღმავლობის ერთერთი საფუძველი.

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ჭირ–ვარამით აღსავსე ისტორიაში არ მოიძებნება ეთნიკური დაპირისპირებით გამოწვეული არცერთი ომი.
დღეს საქართველოში ნაციონალური საკითხი განისაზღვრება ორი მიმართულებით:

– ურთიერთობა ქართველებსა და არაქართველებს შორის.

– ურთიერთობა არაქართველი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს შორის.

•         ურთიერთობა ქართველებსა და არაქართველებს შორის. 

დღეს ყველაზე მწვავედ ეს პრობლემა გამოიხატება ჩვენს დაპირისპირებაში ოსებსა და აფხაზებთან. ურთიერთობა ამ ორ ხალხთან განსაზღვრავს არამხოლოდ სამოქალაქო მშვიდობას, არამედ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხსაც.

ამ მხრივ ქვეყანას უდიდესი ზიანი მიაყენა XX ს. 90–იანი წლების დასაწყისში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განვითარებულმა მოვლენებმა, რის შედეგედაც აფხაზი და ოსი მოსახლეობა და, შესაბამისად, მათ მიერ დასახლებული რეგიონები ჩამოსცილდა საქართველოს.

ქართულ პოლიტიკურ ელიტაში და, ზოგადად, ქვეყანაში ვერ იქნა გააზრებული შექმნილი ვითარების სიმძიმე და მომხდარი აღიქმებოდა როგორც რთული, მაგრამ მაინც მოკლევადიანი პრობლემა. შესაბამისად არ იყო შემუშავებული აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობების მოწესრიგების რეალისტური სტრატეგია.

გაცილებით უფრო ეფექტური აღმოჩნდა "სახალხო დიპლომატია", რომელიც ეფუძვნებოდა ეკონომიკურ ინტერესებს და უკვე რამოდენიმე წელიწადში ხელი შეუწყო გაწყვეტილი ურთიერთობები აღდგენას.

ამ თვალსაზრისით 2008 წლის აგვისტო საქართველოსათვის არამხოლოდ ჩვენი დროის მძიმე ეპიზოდად, არამედ გეოპოლიტიკურ კატასტროფად იქცა. ფაქტიურად, ყველაფერი მეტნაკლებად პოზიტიური, რაც მიღწეულ იქნა წინამდებარე წლებში, ჩაშლილ იქნა, აფხაზებსა და ოსებთან შერიგება კიდევ უფრო გართულდა და ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივა გაურკვეველ მომავალს ჩაბარდა.

შექმნილი ვითარების დასაძლევად საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკის ღონისძიებათა კომპლექსის შემუშავება.

•         ურთიერთობები არაქართველი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს შორის.

დღეს ყველაზე აქტუალური არის საქართველოს სამხრეთ რეგიონში მცხოვრები აზერბაიჯანელებისა და სომხების ურთიერთობების საკითხი. ვითარებას ართულებს ერთმანეთთან დაპირისპირებული აზერბაიჯანისა და სომხეთის საერთო საზღვრები საქართველოსთან.

ამ ორ ხალხს შორის ურთიერთობების ნებისმიერმა დაძაბვამ, შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგები გამოიღოს ქვემო ქართლში და სერიოზული საფრთხე შეუქმნას სტაბილურობას მთელ ქვეყანაში.

8. კონფესიონალური საკითხი.

საქართველოში ჯერ კიდევ გაქრისტიანებამდე მშვიდობიანად თანაარსებობდნენ ქართული წარმართული ადათ–წესები, ბერძნული პოლითეიზმი, ირანული მაზდეანობა და ზოროასტრიზმი.

ნიშანდობლივია, რომ საქართველოში კონფესიონალური ტოლერანტობა ორგანულად იყო შერწყმული ეთნიკურ ტოლერანტობასთან. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არ მოიძებნება კონფესიონალურ საფუძველზე დაპირისპირების მაგალითი.

დღეს საქართველოში თავისუფლად არსებობენ სამივე მსოფლიო რელიგიის – ქრისტიანობის, ისლამისა და იუდაიზმის კულტები. ქვეყნის კონსტიტუცია სინდისის თავისუფლებას უზრუნველყოფს.

ამის მიუხედავად, არსებობს ორი მნიშვნელოვანი გარემოება:

– მართლმადიდებლობის, როგორც სახელმწიფო რელიგიის უფლებების დაცვა. საქართველოს ისტორიის ჩვიდმეტი საუკუნე განუყრელად შერწყმულია მართლმადიდებლობასთან. ქვეყნანამ ყველა ჭირი და ლხინი მართლამდიდებლობის დროშის ქვეშ გამოიარა.

საქართველო გადარჩინა სარწმუნოებამ. ამიტომ მართლმადიდებლობა დარჩება სახელმწიფო რელიგიად და ქართველი ერის სულიერ საზრდოთ.

– არაქართველი მოსახლეობის ჯგუფებს შორის ეთნიკური დაპირისპირების გადაზრდა კონფესიონალურში. ეს ეხება, პირველ რიგში, ქვემო ქართლს. შესაბამისად, საჭიროა კონკრეტული და შორსგამიზნული სახელმწიფო პოლიტიკა.

9. ეროვნული მენტალიტეტი.

ქართული ეროვნული მენტალიტეტი ერთის მხრივ, საკუთარი თვითმყოფადობის და, მეორეს მხრივ, ეთნიკური და კონფესიონალური ტოლერანტობის პირობებში ყალიბდებოდა.

ქართული მენტალიტეტის ფსიქოფიზიკური თვისებებებია:

– ეთნიკური და კონფესიონალური ტოლერანტობა

– ანალიტიკური გონება, პრობლემის არსში ჩაძიება

– პრინციპებისა და პრიორიტეტების ხანგრძლივი განსაზრვრა

– პირადი და საზოგადოებრივი ინტერესების მჭიდრო დაკავშირება

– ემოციურობა

ქართული მენტალიტეტის სულიერი საყრდენია მართლმადიდებლობა.

10. ინტელექტუალური უსაფრთხოება.

გლობალიზაციის წყალობით ინტელექტუალური უსაფრთხოება დრეს საერთაშორისო პრობლემად იქცა. კავშირისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების გამარტივებამ და ხელმისაწვდომობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ინტელექტუალური ელიტის მიგრაციის ნაკადი განვითარებულ ქვეყნებში. ეს პროცესი შეეხო როგორც საბუნებისმეტყველო, ასევე ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგებს.

საქართველოსთვის, მისი ტერიტორიული და დემოგრაფიული სიმცირის გამო, ყოველი ადამიანია მნიშვნელოვანი. ეს მით უფრო ეხება ინტელექტუალურ კადრებს. პრობლემის გადასაწყვეტად საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკა ქვეყნიდან გასული ხალხის დასაბრუნებლად და მოზარდი კადრების გადინების პრევენცია მათი საქართველოში დასქამებისა და ღირსეული ანაზღაურების გზით.

***

საქართველო დღეს იმყოფება თავისი ისტორიის ერთერთ ყველაზე ურთულეს ეტაპზე. ქვეყნიდა გასულია მილიონზე მეტი ქართველი, დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყანა იმყოფება ეკონომიკურ კრიზისში, უცხოური მასობრივი კულტურის შემოსვლის გამო სერიოზული ზეწოლის ქვეშ ინყოფება ქართველების მამა–პაპური ზნე–ჩვევები.

ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების დროული და მკვეთრი განსაზრვრა არის ქვეყნის სტაბილური მომავლის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა.

Sunday, February 8, 2015

საქართველო ევრაზიის გეოსტრატეგიულ სივრცეში

I. გეოპოლიტიკური გარემო.


თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები მთელი რიგი თავისებურებებით ხასიათდება.

გლობალიზაციამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო და სულ უფრო ღრმად აღწევს სოციალურეკონომიკურ, სახელმწიფოებრივპოლიტიკურ, ეთნიკურკულტურულ სფეროებში.

ყოველივე ეს მთელი ძალისხმევით მოქმედებს საქართველოზე და სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს მის აწმყოსა და მომავალზე.

საუკუნეების მანძილზე მრავალ ჭირ-ვარამს გამოვლილ ქართველ ერს საკუთარი სავსებით ახალ პირობებში სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად საჭიროა სწორი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკის შემუშავება.

ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა განისაზღვროს ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი საფრთხეები და პრიორიტეტები.

საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის შეფასებისას ტრადიციულად გამოიყენება სამი ძირითადი განმსაზღვრელი პრინციპი:

1. საქართველო კავკასიის გეოსტრატეგიულ სივრცეში.

კავკასია თავისი სოციალური, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნებით მსოფლიოში ერთერთ ურთულეს რეგიონს წარმოადგენსტომთა კავშირის ხანიდან საქართველოს უწევდა ამ რთულ გარემოში გაადრჩენა და განვითარება. აღსანიშნავია, რომ ათასწლეულების მანძილზე ქართველმა ერმა მოახერხა თავისი თვითმყოფადობის შენარჩუნება. ჩვენი ქვეყანა მდებარეობს კავკასიის შუაგულში და სწორედ საქართველოა ის ხიდი, რომელიც აერთიანებს ევროპასა და აზიას. სრულფასოვნად ეს ფაქტორი გამოვლინდა დავით აღმაშენებლის დროს, როდესაც საქართველოს ტერიტორია მოიცავდა მთელ სივრცეს შავი და კასპიის ზღვებს შორის. ამრიგად, საქართველო არის კავკასიაში მიმდინარე პროცესების გადამწყვეტი სუბიექტი და სწორედ ამით აიხსნება ის ინტერესი, რომელიც მის მიმართ ჰქონდათ ათასწლეულების მანძილზე სხვადასხვა სახის დამპყრობელს.

2. საქართველო ევროპასა და აზიის გამმიჯნავ სივრცეში.

კავკასიაში ათასწლეულების მანძილზე განვითარებულმა დაპირისპირებამ ჩრდილოეთსამხრეთსა და დასავლეთაღმოსავლეთის შორის, მე-20 საუკუნის დამლევს ახალი თავისებურებები შეიძინა. აღნიშნული მოვლენა ვერ იქნა თავის დროზე შემჩნეული და სწორად შეფასებული ქართული საზოგადოებრივპოლიტიკური ელიტის მიერ, რამაც ქვეყნის განვითარებას ბოლო ოცი წლის მანძილზე უმძიმესი დაღი დაადო.

საგულისხმოა, რომ მიმდინარე საუკუნის პირველ ათწლეულში გამოკვეთილი ჩრდილოეთსამხრეთის დაპირისპირების ახალი ძალით გაღვივება ასევე რჩება ჩვენი საზოგადოების ყურადღების მიღმა და ქვეყანას გარდაუვალი პრობლემების წინაშე აყენებს.

დღეს გლობალურ ასპარეზზე მკვეთრად გამოიხატა ძალის ექვსი სართაშორისო ცენტრი:

- აშშ და დასავლეთ ევროპა. ამ ძალის ცენტრს მსოფლიოში სერიოზული, მაგრამ შესუსტებული ეკონომიკური, სამხედროპოლიტიკური და იდეოლიგიური უპირატესობა გააჩნია დანარჩენ მსოფლიოს წინაშე.

- ისლამური სამყარო. კონფესიური და მნიშვნელოვანი დემოგრაფიული რესურსების მიუხედავად ისლამური სამყარო დღეს თავისი ზეგავლენით მსოფლიოში ძალის მეორე ცენტრად რჩება. მისი მოსახლეობა მილიარდზე მეტს აღემატება, მის ქვეყნებს უკავიათ ევრაზიასა და აფრიკაში საკვანძო რეგიონები, სწორედ აქ არის თავმოყრილი პლანეტის ბუნებრივი რესურსების ძირითადი მარაგი.

ძალის მესამე ცენტრს წარმოადგენს კონფუციანური სამყარო (ინდოეთი, ჩინეთი, აღმოსავლური აზია). ამ რეგიონში თავმოყრილია მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა, ორ მილიარდზე მეტი მოსახლეობა, ბირთვული პოტენციალი.

ძალის მეოთხე ცენტრია რუსეთი. მდიდარი ბუნებრივი რესურსები, უკიდეგანო ტერიტორია, სამხედრო პოტენციალი და რუსეთის აღმავლობის მთავარი პირობაძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლება.

ძალის მეხუთე ცენტრიაფრიკა. თავისი დაქსაქსულობისა და სიღარიბის მიუხედავად ამ რეგიონს გააჩნია ადამიანური რესურსებისა და ბუნებრივი მადნეულის სახით უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი. უკანასკნელი ორასი წლის მანძილზე აფრიკა ევროპის ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსიის ქვეშ იმყოფებოდა. 21– საუკუნის 20–40–იან წლებში გლობალიზაცია და ევროპის ზეგავლენის დაქვეითება გახდებიან ამ რეგიონის სრულიად თავისებური გზით განვითარების წინაპირობები.

ძალის მეექვსე ცენტრილათინური ამერიკა. რეგიონს გააჩნია დიდძალი ადამიანური და ბუნებრივი რესურსები.

საგულისხმოა, რომ საქართველო მდებარეობს ჩამოთვლილთაგან პირველი ოთხი ძალის გეოპოლიტიკური ინტერესების არეში, ხოლო უახლოეს მომავალში გლობალიზაციის წყალობით მათ დანარჩენი ორი ძალის ზეგავლენაც დაემატება.

ფაქტია რომ საქართველოს ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემო სამუდამოდ წარსულს ბარდება. საქართველოს მოუწევს ურთიერთობა არა ერთ ან ორ სახელმწიფოსთან, როგორც საუკუნეების მანძილზე იყო, არამედ მთელ მსოფლიოსთან.
სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი გეოპოლიტიკური გარემოს მესამე განმსაზღვრელი პრინციპი.

3. საქართველო განსხვავებული კულტურებისა და სუბკულტურების მიჯნაზე.

ერის თვითმყოფადობა ეფუძნება მის ენას, მამულსა და სარწმუნოებას. სწორედ ამ სამ ფაქტორზეა აგებული ერის სულიერი და ბიოლოგიური სიცოცხლისუნარიანობა. ათასგვარი უცხო ეთნიკურკულტურული ფაქტორების ზეგავლენის პირობებში საქართველოს ესაჭიროება მკვეთრი ინფორმაციული და დემოგრაფიული უსაფრთხოების პრიორიტეტების ჩამოყალიბება.

ასეთია გეოპოლიტიკური გარემოს ზოგადი მონახაზი, რომლის ფარგლებში საქართველოს მოუწევს უახლოესი ათწლეულების მანძილზე ადგილის გამოძებნა და  დამკვიდრება.

II. საფრთხეები და პრიორიტეტები.


სავსებით ახალი პირობები საქართველოს ახალი ტიპის საფრთხეებისა და პრიორიტეტების წინაშე აყენებს. საჭიროა მათი ზოგადი ასპექტების განსზღვრა მაინც, რათა ჩვენმა საზოგადოებამ შეიმუშავოს მიმდინარე პროცესებზე სწორი ხედვა და საკუთარი ინტერესების დაცვის სწორი მიმართულება.

  • შიდა საფრთხეები და პრიორიტეტები.
1. საფრთხემოსახლეობის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე.
პრიორიტეტიარსებული რესურსებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბაზაზე მოსახლეობის შრომისუნარიანი ნაწილის დასაქმება მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის დარგებში.

2. საფრთხემოსახლეობის მასობრივი ემიგრაცია საზღვარგარეთ, დემოგრაფიული სიტუაციის მკვეთრი გაუარესება.
პრიორიტეტიუმუშევრობის აღმოფხვრა, სტაბილური ეკონომიკური სიტუაციისა და მოსახლეობის მზარდი შემოსავლის უზრუნვველყოფა გახდება საქართველოში ქართველების დაბრუნების მთავარი ფაქტორი.

3. საფრთხესულიერი ფასეულობების დაკნინება, ეროვნული ადათწესებისადმი ინტერესის შემცირება.
პრიორიტეტიქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დახმარებითა და წინამძღოლობით მოსახლეობაში ეროვნული სულისქვეთებისა და ღირსების აღორძინება, დაჩაგრულობის სინდრომის განდევნა.

4. საფრთხესაერთაშორისო მიგრაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით უცხოური კულტურების ექსპანსია, ქართულ საზოგადოებაში უცხო სულიერი და ზნეობრივი იმპერატივების შემოსვლა.
პრიორიტეტიქართულ მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლობით ეროვნული ფასეულობების დაცვის მტკიცე სახელმწიფო პოლიტიკის გატარება.

5. საფრთხემოსახლეობის რაოდენობის შემცირება, უარყოფითი დემოგრაფიული ტენდენციები.
პრიორიტეტიდროში და დარგობრივად დეტალურად გაწერილი შობადობის გაზრდის პოლიტიკა, ახალგაზრდა ოჯახების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება.

  • საგარეო საფრთხეები და პრიორიტეტები.
1. საფრთხეაფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების საკითხი.
პრიორიტეტიუშუალოდ ამ რეგიონების მოსახლეობასთან დიალოგი, პრობლემების გადაჭრის საერთო გზების გამოძებნა.

2. საფრთხესომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტი. საქართველოში ცხოვრობს ასობით ათასი სომეხი და აზერბაიჯანელი და მათი საქართველოს ტერიტორიაზე დაპირისპირება, ლტოლვილების ნაკადებთან ერთად ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს ქართულ სახელმწიფოს.
პრიორიტეტიორივე ხალხთან ურთიერთობების ისტორიული გამოცდილების საფუძველზე მაქსიმალურად ზომიერი და შემრიგებლური პოლიტიკის გატარება. საქართველოში მცხოვრები სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ყოველგვარი დაპირისპირების საბაბის აღმოფხვრა.

3. საფრთხეომი რუსეთთან. 2008 წლის აგვისტოს კატასტროფის შედეგები მთელი ძალით გამოვლინდება რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ. გაცილებით უფრო უარესია ის, რომ ომის საფრთხე დღესაც არსებობს და მისი შედეგები გაცილებით უფრო მძიმე იქნება.
პრიორიტეტირუსეთთან მაქსიმალურად ფრთილი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკის გატარება. ეროვნული ფასეულობების საფუძველზე მოლაპარაკებების გზით საქართველოს რეგიონების დეოკუპაცია.

4. საფრთხესაქართველოს ნეგატიური აღქმა ისლამურ სამყაროში. საქართველოს ჩართულობამ აშშსა და ნატოსთან მიერ წარმოებულ საერთაშორისო ტერორიზმთან პროგრესულ ბრძოლაში გამოიწვია ისლამურ სამყაროში საქართველოსადმი ცალმხრივი დამოკიდებულობის ჩამოყალიბება. ამან შესაძლოა, ათწლეულების მანძილზე დაადოს უარყოფითი დაღი საქართველოს ურთიერთობას აღმოსავლეთთან და საერთაშორისო ვითარების შეცვლისთანავე ძალიან სერიოზული საფრთხე შეუქმნას ქვეყანას.
პრიორიტეტიმაქსიმალურად ფართო ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების დამყარება ისლამურ სამყაროსთან, იქაურ საზოგადოებაში საქართველოს დადაებითი სახის ჩამოყალიბება.

5. საფრთხეახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტის გაღვივება. დასავლეთის დაპირისპირება სირიასა და ირანთან შესაძლოა ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს და მიიღოს გლობალური ხასიათი. ასეთ შემთხვევაში საქართველო პირდაპირი სამხედრო და მიგრაციული ფაქტორების ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება.
პრიორიტეტიგაწონასწორებული საგარეო პოლიტიკა, ეროვნული ინტერესების მტკიცე დაცვა.

6. საფრთხესაერთაშორისო ტერორიზმი.
პრიორიტეტიტერორიზმთან მებრძოლ წამყვან საერთაშორისო სტრუქტურებში გაწევრიანება, მათი გამოცდილების გაზიარება და შესწავლა.

7. საფრთხეეკოლოგიური და კლიმატური ცვლილებები.
პრიორიტეტისაქართველოს შიდა პოტენციალზე დაყრდნობით სავარაუდო ნეგატიური პროცესების დაძლევა. შავი ზღვის დონის სავარაუდო ცლილებების გათვლა და შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება.

8. საფრთხეენერგეტიკული კრიზისი.
პრიორიტეტისაქართველოს გააჩნია საკმარისი ჰიდრორესურსები ნებისმიერი სახის ენერგეტიკული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. საჭიროა არსებული პოტენციალის სრული და ზუსტი განსაზღვრა, სხვადასხვა სახის კრიზისულ ვითარებაზე გათვლა და სარეზერვო სიმძლავრეების შექმნა.

III. საქართველოს პერსპექტივები.


დღევანდელ სწრაფცვალებად მსოფლიოში ძალზე ძნელია სიტუაციის განვითარების მეტნაკლებად ზუსტი პროგნოზირება თუნდაც მოკლე პერსპექტივაში. აქედან გამომდინარე შესაძლოა მხოლოდ ზოგადი მონახაზის გაკეთება.

მიმდინარე საუკუნის პირველნახევარში გაიზრდება და გაღრმავდება გლობალიზაციის პროცესები. სულ უფრო შემცირდება სავიზო რეჟიმი სახელმწიფოებს შორის. კავკასიაში მჭიდროდ მოიკიდებენ ფეხს ევრაზიული ეკონომიკური და პოლიტიკური სტრუქტურები.

გაიზრდება ისლამური სამყაროს როლი რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე. საქართველოს მოუწევს ამ სამყაროსთან სულ უფრო დახვეწილი და მოქნილი პოლიტიკის გატარება.

გაიზრდება რუსეთის როლი მსოფლიო პროცესებში და მისი ზეგავლენა კავკასიაზე. რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს დიალოგის ალტერნატივა არ გააჩნია.

არსებობს ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური რუკის ძირფესვიანი შეცვლის საფრთxx, რაც აუცილებლად იქონიებს ზეგავლენას საქართველოზე. საქართველოს მთავრობას ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, მოუწიოს ქვეყნის ინტერესების დაცვა როგორც მშვიდობიანი ასევე სამხედრო საშუალებებით.

საერთაშორისო განვითარების ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ტენდენციები აშკარად მოასწავებენ რომ მომავალი ათწლეულები იქნებიან ძალზედ რთული მთელი მსოფლიოსათვის. საქართველოს მოუწევს ამ სირთულეებისადმი, უპირველეს ყოვლისა, შიდა რესურსების საფუძველზე თავის გართმევა.



ყარაბაღის ომი 2020

  ·          პრეამბულა. 2020 წლის 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში, რომელიც წარმოადგენს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ტერიტორიული კუთვნილ...